თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ აღასრულა სიტყუაჲ თჳსი და გამოაჩინა მტკიცედ, ვითარმედ არარაჲთ უდარეს არს მამისა, არამედ ყოვლითურთ სწორ მისა არს? რამეთუ ვინაჲთგან არსებისა მისისა ხილვად ვერ ძალ-ედვა, ამისთჳს საქმეთა სწორებისა მიერ ყო ყოველივე, გამოჩინებაჲ განუყოფელობისა მისისაჲ მამისაგან და სწორებაჲ მის თანა. ხოლო უთხრა, სარწმუნოებაჲცა ვითარ უჴმდა ქონებად:
სახარებაჲ იოვანესი 10:38
37. უკუეთუ არა ვიქმ საქმესა მამისა ჩემისასა, ნუ გრწამნ ჩემი.38. უკუეთუ ვიქმ, დაღაცათუ ჩემი არა გრწამს, საქმენი გრწმენედ, რაჲთა სცნათ და უწყოდით, რამეთუ მამაჲ ჩემ თანა არს, და მე მამისა თანა.39. ეძიებდეს კუალად შეპყრობად მას, და განვიდა ჴელთაგან მათთა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 10