მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 11:4

3. მიუვლინეს იესუს დათა მისთა და ჰრქუეს: უფალო, აჰა, რომელი გიყუარს, სნეულ არს.4. ხოლო ვითაცა ესმა იესუს, თქუა: ესე სნეულებაჲ არა არს სასიკუდინე, არამედ დიდებისათჳს ღმრთისა, რაჲთა იდიდოს ძე ღმრთისაჲ მისგან.5. უყუარდა იესუს მართა და დაჲ მისი და ლაზარე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 11
4. ხოლო ვითაცა ესმა იესუს, თქუა: ესე სნეულებაჲ არა არს სასიკუდინე, არამედ დიდებისათჳს ღმრთისა, რაჲთა იდიდოს ძე ღმრთისაჲ მისგან.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე სნეულებაჲ არა არს სასიკუდინჱ“ (11,4).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ეგულებოდა მუნ ორისა დღისა დაყოფაჲ, ესე მიუმცნო მათ, რომლისათჳსცა საკჳრველ არს, დათათჳს ლაზარეს-თა, ვითარ, ესმა რაჲ სიტყუაჲ მისი, ვითარმედ: „ესე სნეულებაჲ არა არს სასიკუდინჱ“, და მერმე იხილეს იგი მომკუდარი, და არა დაბრკოლდეს, არამედ სარწმუნოებითვე მოუჴდეს უფალსა და არა შეჰრაცხეს იგი განმტყუვნებულად. და აქაცა უკუე, რომელ თქუა, ვითარმედ: „რაჲთა იდიდოს ღმერთი“, ესე სიტყუაჲ, თუ: „რაჲთა“, არა მიზეზისაჲ არს, არამედ აღსასრულისაჲ, რამეთუ იქმნა სენი იგი სხჳსა მიზეზისათჳს, ხოლო მან იჴმარა იგი დიდებად ღმრთისა.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა გარქუა შენ, ვითარმედ: უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ?“ (11,40).:

...ა, ვითარცა შეუძლებელისა საქმისათჳს, რამეთუ უცხოჲცა იყო ოთხისა დღისა განხრწნილისა მკუდრისა აღდგინებაჲ. ხოლო უფალმან ჰრქუა მას:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა გარქუა შენ, ვითარმედ: უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ?“ (11,40).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო მოწაფეთა ეტყოდა, ვითარმედ: „რაჲთა იდიდოს ძჱ ღმრთისაჲ მის ზედა“, ხოლო მართას მამისათჳს ეტყჳს: „რაჲთა იდიდოს ღმერთიო“. ჰხედავა, ვითარ უძლურებაჲ მსმენელთაჲ მათ იყო სიტყუათა შეცვალებისა მიზეზი? ხოლო მოაჴსენა მას სიტყუაჲ თჳსი და ამხილა არამოჴსენებაჲ მისი და ჰრქუა: „არა გარქუა შენ, ვითარმედ: უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ?“

სწავლაჲ ჲგ სარწმუნოებისათჳს

რამეთუ სარწმუნოებაჲ დიდად კეთილ არს და დიდთა კეთილთა მიზეზი, ვიდრეღა სარწმუნოებისა მიერ შემძლებელ იქმნებიან საქმე-თა ღმრთისათა ქმნად სახელითავე მისითა. რამეთუ იტყჳს უფალი, ვითარმედ: „უკუეთუ გრწმენეს, ჰრქუათ მთასა ამას: იცვალე, და იცვალოს“, ; (21,21); და ვითარმედ: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, უმეტესი ჩემსა ქმნეს“. ხოლო რაჲ არს უმეტესი? რამეთუ იქმოდეს აჩრდილნი მოციქულთანი სა...

სრულად ნახვა