თ ა რ გ მ ა ნ ი: ენება მათ, რაჲთამცა ლმობიერებად მოიყვანეს ქრისტე, და ჯერეთ ვითარცა კაცსა ჰგონებდეს, და ესე საცნაურ არს სიტყჳსა მის მიერ, რომელსა იტყჳან, ვითარმედ: „უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო“. და არა თქუეს, ვითარმედ: აჰა ლაზარე სნეულ არს, არამედ: „აჰა ესერა რომელი გიყუარდა, სნეულ არს“. ხოლო ისმინე, რაჲ თქუა უფალმან:
სახარებაჲ იოვანესი 11:3
2. ესე იყო მარიამ, რომელმან სცხო ნელსაცხებელი უფალსა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა ფერჴნი მისნი, რომლისაჲ ძმაჲ მისი ლაზარე სნეულ იყო.3. მიუვლინეს იესუს დათა მისთა და ჰრქუეს: უფალო, აჰა, რომელი გიყუარს, სნეულ არს.4. ხოლო ვითაცა ესმა იესუს, თქუა: ესე სნეულებაჲ არა არს სასიკუდინე, არამედ დიდებისათჳს ღმრთისა, რაჲთა იდიდოს ძე ღმრთისაჲ მისგან.
სახარებაჲ იოვანესი თავი 11