მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 11:43

42. და მე ვიცი, რამეთუ მარადის ისმენ ჩემსა, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარე მომადგს მე, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.43. და ესე ვითარცა თქუა, ჴმითა დიდითა ღაღატ-ყო: ლაზარე, გამოვედ გარე!44. და გამოვიდა მკუდარი იგი შეკრული ჴელით და ფერჴით სახუევლითა, და პირი მისი დაბურვილ იყო სუდარითა. ჰრქუა მათ იესუ: განჰჴსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდის.
სახარებაჲ იოვანესი თავი 11
43. და ესე ვითარცა თქუა, ჴმითა დიდითა ღაღატ-ყო: ლაზარე, გამოვედ გარე!
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა ესე თქუა, ჴმითა დიდითა ღაღად-ყო: ლაზარე, გამოვედ გარე!“ (11,43).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს არა თქუა, თუ: სახელითა მამისა ჩემისაჲთა გამოვედ გარე? რაჲსათჳს არა თქუა: მამაო, აღადგინე ესე, არამედ ესე ყოველი დაუტევა და ლოცვისა სახჱ ქმნა, ხოლო საქმისა მიერ გამოაჩინა თჳსი ჴელმწიფებაჲ? ამისთჳს, რამეთუ ესეცა მისისა სიბრძნისა საქმჱ იყო, რომელ-ესე სიტყუათა მიერ სიმდაბლჱ და საქმეთა მიერ ჴელმწიფებაჲ გამოაჩინა, რამეთუ ვინაჲთგან ვერარას სხუასა იტყოდეს ქრისტესთჳს, არამედ ამას ოდენ, ვითარმედ: არა ღმრთისა მიერ არს, და ესრეთ მრავალთა აცთუნებდეს, ამისთჳს კეთილად უჩუენა იგიცა სახჱ, რომელსა მათი იგი უძლურებაჲ აჩუენებდა, რამეთუ შესაძლებელ იყო სხჳთაცა სახითა ჩუენებად თჳსისა ერთობისა მამისა თანა, არამედ ვერ ძალ-ედვა ერსა მას მაღალთა მათ საქმეთა გულისხმის-ყოფად.

ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. უფლის სიტყვა და აღდგომის პატივი:

...ხოლო ის, რომ ამბობს, „იკრიბებიან", ამას ცხადყოფს: აღდგებიან ყველგან, ხოლო ანგელოზების მიერ იკრიბებიან. ამრიგად, აღდგომა ღმერთის ძალის საქმეა: იგი მიწას უბრძანებს, დანადები გამოუშვას, და ამ საქმეს არავინ ემსახურება; როგორც მაშინ ლაზარეს უხმო: „ლაზარე, გამოვედ გარე!" (). ხოლო მოყვანა მსახურთა საქმეა. მაგრამ თუ ანგელოზები კრებენ და გარშემო მიმოდიან, ისინი აქ როგორ არიან ატაცებულნი? ჩამოსვლის შემდეგ ატაცდებიან, შეკრების შემდეგ; რადგან ეს ერთბაშად ხდება და ამას ვერავინ იგებს. რადგან როდესაც დაინახავენ მიწას შეძრულს, მტვერს არეულს, და, შესაძლოა, განუწყვეტლივ აღმდგარ სხეულებს, ისე, რომ ამას არავინ ემსახურება, არამედ მარტო ბრძანება კმარა, რათა სავსე მიწა მთლიანად დაცარიელდეს; წარმოიდგინე, რაოდენ დიდია, რომ ადამიდან მის მოსვლამდე ყველა მათგანი მაშინ ცოლებთან და შვილებთან ერთად იდგეს; როდესაც მიწაზე ამხელა შფოთს დაინახავენ, მაშინ გაიგებენ. ამრიგად, როგორც ხორციელად მოსვლის განგებულებისას წინასწარ არაფერი ჰქონდათ ნანახი, ასევე იქნება მაშინაც.

#...

სრულად ნახვა