თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა მრავალგზის მითქუამს, აწცა მასვე ვიტყჳ, ვითარმედ: უფალი არა ესრეთ ჰხედავს თჳსსა პატივსა, ვითარ ჩუენსა ცხორებასა, და არცა მაღალთა სიტყუათა თქუმად ისწრაფის, არამედ ესევითართა, რომელთა მიერ ჩუენ ვირგოთ, და ამისთჳს მაღალთა და დიდთა სიტყუათა მცირედ იტყჳს, და მათცა დაფარულად, ხოლო სი მდაბლისა სახეთა სიტყუათა - ფრიად მრავალგზის. ამისთჳსცა მაშინ მეუფჱ ყოველთაჲ იესუ ქრისტე ვინაჲთგან ჰხედვიდა, რომელ სიმდაბლისა სიტყუათა მიერ უმეტესსა სარგებელსა ჰპოებდეს, არა მარადის მდაბლად ეტყოდა, რაჲთა არა შემდგომთა მათ ნათესავთა ვნებისა მიზეზ ექმნას, არცა მარადის საღმრთოჲსა ბუნებისაებრ ეტყოდა, რაჲთამცა იგინი არა დააბრკოლნა, რამეთუ სრულნი ერთისა მიერ სიტყჳსა მაღლისა შეუძლებენ ყოველსავე ცნობად, ხოლო მდაბალნი და ჯერეთ ქუემდებარენი თჳნიერ მრავალგზის სმენისა ესევითართა სიტყუათაჲსა ვერ მოდრკებიან. რამეთუ მაშინ ესეოდენთა სიტყუათა შემდგომად და ესეოდენთა საქმეთა ჯერეთ ქვასავე დაჰკრებდეს და სდევნიდეს და მგმობრად სახელ-სდებდეს, და რაჟამს-იგი ჰრქუა განრ-ღუეულსა, ვითარმედ: „მიგეტევნენ ცოდვანი შენნი“, იტყოდეს, ვითარმედ: „გმობასა იტყჳს“; <span...
სახარებაჲ იოვანესი 11:42
...სა შინა ჭირი გაქუნდეს“, და შეწუხნეს იგინი, აწ ლოცვისა მიერ კუალად მხიარულჰყოფს, რამეთუ ჯერეთ ვითარცა კაცსა ჰხედვიდეს, და მათთჳს ქმნა ესე, რამეთუ ვითარცა ლაზარეს ზედა ილოცა და თქუა მიზეზი, ვითარმედ: „ერისა ამისთჳს ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ შენ მომავლინე მე“. ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ: ჰურიათა წინაშე სამართლად ქმნა ესე, ხოლო მოწაფეთა წინაშე რადღა იქმს? არამედ აქაცა კეთილად ქმნა, რამეთუ რომელნი-იგი შემდგომად ეგეოდენთა საქმეთა იტყოდეს, ვითარმედ: „აწ ვიცით, რამეთუ ყოველივე უწყი“, მათ უჴმდა, რაჲთამცა განემტკიცნეს უფროჲს ყოველთაჲსა. და კუალად ესეცა იხილე, რამეთუ მახარებელი ლოცვადცა არა სახელ-სდებს საქმესა ამას, არამედ იტყჳს, ვითარმედ: „აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად“, მამისა მიმართ სიტყჳსა ყოფად სახელ-სდებს. ხოლო უკუეთუ სხუასა ადგილსა იტყჳს მუჴლთა მოდრეკასა და ეგრეთ აღხილვასა თუალთასა, ნუ შე-შფოთნები, რამეთუ ამის ყოვლისა მიერ ვისწავებთ, თუ ვითარ მჴურვალედ ჯერ-არს აღსრულებაჲ ლოცვისაჲ, რაჲთა ზეცად ვხედვიდეთ არა ჴორციელითა ოდენ თუალითა, არამედ სულითაცა, რაჲთა მოვდრკეთ მუჴლთა შემუსრვილებითა გონებისაჲთა. რამეთუ მოვიდა ქრისტე არა თავისა თჳს...
...სიტყჳთა ხოლო და ბრძანებითა, რაჟამს-იგი ლაზარეს აღადგენდა, ლოცვად დადგა, რაჲთა იგინი გულსავსე-ყვნეს. ხოლო რაჲთა ვერვინ კუალად ესეცა თქუას, ვითარმედ ლოცვაჲ იგი უდარესობასა მისსა გამოაჩინებს მამისაგან, ამისთჳს ლოცვასავე მას თანა შესძინა, ვითარმედ: „ერისა ამისთჳს ვთქუ ესე, რაჲთა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე“; რამეთუ არცა ყოველსავე ჴელმწიფებით იქმოდა, რაჲთა მათი იგი უძლურებაჲ გონებისაჲ განკურნოს, არცა ყოველსავე ლოცვითა აღასრულებდა, რაჲთა არა ამისა შემდგომად ბოროტი ვიეთმე იჭჳ შემოიღონ და თქუან, ვითარმედ ვერ ძალედვა ყოვლისავე ბრძანებითა აღსრულებად. ამისთჳს აღრეულად იქმოდა ორსავე ამას, ფრიად ჯეროვნად და ღმრთივშუენიერად, რამეთუ დიდთა მათ და მაღალთა საქმეთა ჴელმწიფებით და ბრძანებით იქმოდა და უდარესთა ზედა ზეცად აღიხილნის. ცოდვანი სიტყჳთ დაჰჴსნნა, დაფარულნი გულთანი ჴელმწიფებით გამოაცხადნა, სამოთხე განაღო, ეშმაკნი განასხნა, კეთროანნი განწმიდნა, სიკუდილსა აღჳრ-ასხნა, ბევრეულნი მკუდარნი აღადგინნა - ყოველივე ესე ბრძანებით აღასრულა; ხოლო იქმოდა რაჲ, რომელი-იგი ამათ ყოველთა საქმეთა უდარეს იყო, ოდეს მცირედითა მით პურითა მრავალთა ეგულებოდა გამოზრდად, აღიხილნა თუალნი ზეცად, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ არა თუ ვერშეძლებისათჳს ქმნა ესე (რამეთუ რომელმან უზ...