მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 11:48

47. და შეკრბეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა კრებული და იტყოდეს: რაჲ-მე ვყოთ, რამეთუ კაცი ესე მრავალსა სასწაულსა იქმს?48. უკუეთუ დაუტეოთ იგი ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს მისა მიმართ, და მოვიდენ ჰრომნი და მიგჳღონ ჩუენ ადგილიცა ჩუენი და ნათესავიცა.49. ერთმან ვინმე მათგანმან, კაიაფა, რომელი იყო მღდელთ-მოძღუარი მის წელიწადისაჲ, ჰქუა მათ: თქუენ არა იცით არცა ერთი,
სახარებაჲ იოვანესი თავი 11
48. უკუეთუ დაუტეოთ იგი ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს მისა მიმართ, და მოვიდენ ჰრომნი და მიგჳღონ ჩუენ ადგილიცა ჩუენი და ნათესავიცა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲ ვყოთ? უკუეთუ უტევოთ ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს მისი, და მოვიდენ ჰრომნი და მიგჳღონ ადგილიცა ჩუენი და ნა-თესავიცა“ (11,47-48).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ენება ერისა მის აღძრვაჲ და ამისთჳს შეაშინებენ ამით სახითა, ვითარმედ: უკუეთუ იხილონ ჰრომთა, რომელ კრებს ერსა, დაგუწამონ განდგომილებაჲ და ტყუე-ყონ ნათესავი ჩუენი. რაჲსათჳს, ჵ უბადრუკნო? არა თუ განდგომილებასა გასწავლიდა; არა გიბრძანაა ხარკი მიცემად კეისარსა? ; ; არა გენებაა მეფედ დადგინებაჲ, და ივლტოდა? და არა უნდოსა ცხორებასა ეძიებდაა მარადის? და არცა სახლი აქუნდა, არცა სხუაჲ რაჲმე საქმეთაგან ამის სოფლისათა. ; არამედ გულისხმა-ყავთ, ძმანო, ვითარმედ არა თუ მოელოდეს საქმესა მას, ანუ თუ ეშინოდა მისგან და ამისთჳს იტყოდეს, არამედ ტყუვილით იტყოდეს, რაჲთამცა შეაშინეს ერი იგი შურისაგან, რომელი აქუნდა ქრისტეს მიმართ, რამეთუ ესრეთ აღძრეს ერი ქრისტესა ზედა. არამედ ვინაჲთგან მოკლეს ცხორებაჲ იგი ყოველთაჲ, ამისთჳს ქალაქი და ნათესავიცა...

სრულად ნახვა
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ადაგება ყველგან არ გავრცელებულიყო. იუდეველები კი ასე არ იქცეოდნენ; რამეთუ მრავალთა მფარველობისთვის კი არა, არამედ ხელმწიფების მოყვარეობის გამო ყველაფერს აკეთებდნენ. იხილე, მაშ, რას ამბობენ: „მიგჳღონ ჩუენ ადგილიცა ჩუენი და ნათესავიცა" ()1. როგორმა შიშმა შეარყია ისინი? ადამიანური.

ხოლო ისიც ღირსია გამოსაკვლევად, როგორ მოხდა, რომ რჯულისადმი ზედმიწევნითი იყო და არაფერი იცოდა; რამეთუ თავად იგი იყო მთქმელი: „რომელი-იგი წინაწარ აღუთქუა წინაწარმეტყუელთა მისთა მიერ" (). მაშ, როგორ არ იცი შენ, მამული რჯულის მოშურნე და გამალიელის ფერხთით აღზრდილი? მაგრამ ისინი, ვინც ტბებსა და მდინარეებთან დროს ატარებდნენ, და მებაჟენიც სირბილით მივიდნენ და მიიღეს იგი; ხოლო შენ, რჯულის მცოდნე, დევნი?...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰნერწყჳდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს და ეტყოდეს: გჳწინაჲსწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ (26,67-68).:

...ჯაჲ მისი, რაჲთა იგი ყოველნი დაბრკოლდენ. ხოლო ქრისტემან მათი იგი უკეთურებაჲ უფროჲსღა ჭეშმარიტებისა გამოსაჩინებელად იჴმარა, რაჲთა საცნაურ იქმნას ყოველთა მიერ და ბრწყინვალე სიკუდილი მისი, რომლი-თა ყოველნი ვცხონდით. და ვითარცა იტყოდეს: მოვკლათ იგი, რაჲთა არა მოვიდენ ჰრომნი და წარიღონ ქუეყანაჲ და ქალაქი ჩუენი, და ვინაჲთგან მოკლეს, აღესრულა მოსლვაჲ იგი ჰრომთაჲ; ეგრეთვე აქა, ამისთჳს ენება განცხადებულად ჯუარ-ცუმაჲ მისი, რაჲთა სახელსა დიდებისა მისისასა ავნონ, ხოლო იქმნა წინააღმდგომი ნებისა მათისაჲ.

ამისთჳს, ოდეს ჰრქუა მათ პილატე: „მიიყვანეთ ეგე თქუენ და შჯულისაებრ თქუენისა განიკითხეთ“, და კუალად ჰრქუა: „მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცჳთ“, არა ინებეს, რამეთუ ესე იყო ხარკებაჲ მათი, რაჲთამცა ვითარცა მძლავრი და ძჳრისმოქმედი მოიკლა. და ამისთჳს ავაზაკნიცა ჯუარს-აცუნეს მის თანა, რაჲთამცა ესრეთ შეჰრაცხა იგი ერმან, ვითარცა ერ-თი მათგანი. ამისთჳს ეტყოდეს პილატეს: „ნუ დასწერ: მეუფჱ ჰურიათაჲ, არამედ - მან თქუა: მეუფე ვარ ჰურიათაჲ“. ეჰა რაოდენ მრავალ იყო და აურაცხელ მათი იგი უკეთურებაჲ და სიცბილი, გარნა ყოვ...

სრულად ნახვა