თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რაზომი არს ძალი იგი მღდელთმოძღურებისაჲ? რამეთუ ვინაჲთგან პატივი იგი მღდელთმოძღურებისაჲ მიეღო, რომელი-იგი უღირს იყო მის საქმისაჲ, არამედ წინაჲსწარმეტყუელავე, და არა იცოდა, რასა იტყოდა, რამეთუ პირი ოდენ იჴმარა მადლმან მან წინაჲსწარმეტყუელებად, ხოლო შეგინებულსა მას გულსა არა მიეახლა, რამეთუ სხუათაცა მრავალთა თქუეს მომავალი უღირსთა, ვითარცა ნაბუქოდონოსორ და ბალამ და ფარაო, და ყოველთაჲვე მიზეზი საცნაურ იყო. ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ: თქუენ ჯერეთ უდებ ხართ საქმისა ამის მიმართ და ვითარცა უნდოსა რასმე ჰხედავთ მას და არა იცით, რაჲთა ჯერ-არს, ერთი ყოველთათჳს მოკუდეს. იხილე, ვითარი არს ძალი სულისაჲ, რამეთუ გონებისაგან უკეთურისა გამოიხუნა სიტყუანი, წინაჲსწარმეტყუელებითა საკჳრველითა სავსენი. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „მღდელთმოძღუარი იყო მის წელიწადისაჲ“? რამეთუ სხუათა საქმეთა თანა იგიცა წესი დაე-ჴსნა ჰურიათა, რამეთუ არღარა მღდელობდეს ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა, არამედ წელიწდეულად, და ამისთჳს იქმნეს სყიდით მღდელთმოძღურებანი, გარნა ამას ყოველსა ზედა ჯერეთ მადლი იყო მათ ზედა...
სახარებაჲ იოვანესი 11:51
50. არცა განგიზრახავს, რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს.51. ესე თავით თჳსით არა თქუა, არამედ მღდელთ-მოძღუარი იყო მის წელიწადისაჲ და წინაწარმეტყუელა, რამეთუ ეგულებოდა იესუს მოსიკუდიდ ნათესავთათჳს.52. და არა ხოლო ნათესავთათჳს, არამედ რაჲთა შვილნიცა ღმრთისანი განბნეულნი შეკრიბნეს ერთად.
სახარებაჲ იოვანესი თავი 11