მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 11:56

55. ხოლო იყო მახლობელ პასექი იგი ჰურიათაჲ, და აღვიდეს მრავალნი იერუსალჱმდ სოფლებისაგან უწინარეს მის პასექისა, რაჲთა განიწმიდნენ თავნი თჳსნი.56. ხოლო ჰურიანი ეძიებდეს იესუს და იტყოდეს ურთიერთას, დგეს რაჲ ტაძარსა შინა: ვითარ ჰგონებთ თქუენ, არა-მე მოვიდესა დღესასწაულსა ამას?57. რამეთუ მიეცა მცნებაჲ მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა, რაჲთა, უკუეთუ ვინმე უწყოდის, სადა არს, აუწყოს მათ, რაჲთა შეიპყრან იგი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 11
56. ხოლო ჰურიანი ეძიებდეს იესუს და იტყოდეს ურთიერთას, დგეს რაჲ ტაძარსა შინა: ვითარ ჰგონებთ თქუენ, არა-მე მოვიდესა დღესასწაულსა ამას?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იტყოდეს ურთიერთას: ვითარ ჰგონებთ თქუენ, არა-მე მოვიდესა დღესასწაულსა ამას?“ (11,56).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: პასექისა მიერ ენება ბოროტისა ქმნად და ჟამსა მას დღესასწაულისასა ჰყოფდეს ჟამად ქრისტეს მოკლვისა. ჵ უშჯულოებაჲ იგი! რომელ რაჟამს ფრიადი კრძალულებაჲ ჯერ-იყო და შეცოდებულთაცა შენდობაჲ, მაშინ შეუცოდებელისაჲ მის ენება მოკლვაჲ, რომელთა სხუასაცა ჟამსა ისწრაფეს ქმნად ამის საქმისა, და არა თუ ოდენ ვერ შეუძლეს შეპყრობად, არამედ საკიცხელცა იქმნნეს. ამისთჳს ზედაჲსზედა განერების ჴელთაგან მათთა და შეუძლებელ-ჰყოფს მათ შეხებად მისა, რაჲთამცა ესრეთ ჩინებითა ძალისა მისისაჲთა ლმობიერ-ყვნა იგინი, რაჲთა ოდეს შეიპყრან იგი, ცნან, ვითარმედ არა მათისა ძალისაგან იყო, არამედ მისისა მიშუებისაგან საქმჱ იგი, რამეთუ მაშინცა ვერ უძლეს შეპყრობად, დაღაცათუ ახლოს იყო ბეთანიაჲ, და მაშინცა, ოდეს შეიპყრეს, დასცნა იგინი პირსა ზედა.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ჰურიანი ეძიებდეს მას და იტყოდეს: სადა-მე არს იგი?“ (7,11).:

...და იტყოდეს: სადა-მე არს იგი?“ (7,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილ რაჲმე არიან საქმენი მათნი, რომელთა დღესასწაულთა შინა იქმოდეს! რამეთუ კლვად განემზადებოდეს მარადის და დღესასწაულთა შინა ისწრაფდეს შეპყრობად მისა. რამეთუ ეგრეთვე სხუასაცა ადგილსა იტყოდეს, ვითარმედ: „რასა ჰგონებთ, არამცა მოვიდა იგი დღესასწაულსა ამას?“

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იტყოდეს: სადა არს იგი?“ (7,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადისა მის სიძულილისა და მტერობისა მათისაგან სახელითცა წოდებად მისა არა თავს-იდებდეს. ეჰა დიდი სირცხჳლი, რომელი აქუნდა დღესასწაულსა შინა, დიდი კრძალულებაჲ, რაჲთა ვთქუა კიცხევით, ვითარ-იგი დღესასწაულსა შინა ისწრაფდეს მონადირებად მისა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დრტჳნვაჲ იყო მისთჳს ერსა შორის“ (7,12).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო მე ვჰგონებ, ვითარმედ ადგილისა მისგანცა განრისხნებოდეს, სადა-იგი სასწაული ქმნა, და ეშინოდა, ნუუკუე სხუაჲცა ქმნას მან, და ესრეთ ზრახვიდეს მისთჳს და უნებლიაჲთ თჳნიერ ნებისა მათისა გამოაცხადებდეს მას.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელნიმე იტყოდეს: კეთილ არს იგი; და სხუანი იტყოდეს: არა, არამედ აცთუნებს ერსა“ (7,12).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე, თუ: „კეთილ არს“, მრავლისა მის ერისაჲ არს, და ესე მეორე მთავართაჲ არს და მღდელთაჲ, რამეთუ...

სრულად ნახვა