თ ა რ გ მ ა ნ ი: ტკბილ არს ესე საწუთროჲ და ყოვლითა გულისთქუმითა სავსე, გარნა არა ყოველთათჳს, არამედ მათთჳს, რომელნი შემშჭუალულ იყვნენ მისა. უკუეთუ კულა ვინმე ზეცად აღიხილნეს და მუნ მყოფნი იგი შუენიერებანი იხილნეს, ესევითარმან ადრე უგულებელსყოს თავი თჳსი, რამეთუ ჴორცთაცა შუენიერებაჲ, ვიდრემდის სხუაჲ უშუენიერესი არა გამოჩინებულ იყოს, შუენიერად ჩანს, ხოლო რაჟამს უაღრჱსი გამოჩნდეს, მაშინ პირველი იგი შეურაცხ იქმნების. აწ უკუეთუ ჩუენცა ვინებოთ განცდაჲ მათ შუენიერებათაჲ და კეთილთა მათ სასუფეველისათაჲ, ადრე განვარინნეთ თავნი ჩუენნი საკრველთა მათგან სოფლისათა, რამეთუ ყოველივე სიყუარული სოფლისა საქმეთაჲ საკრველ არს. და ამისთჳს ქრისტე იტყჳს:
სახარებაჲ იოვანესი 12:25
...აიმარხნეს იგინი“, და: „უკუეთუ ვისმე ესმნენ სიტყუანი ესე და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე“? გარნა ამით ყოვლითა მათსა მას მწუხარებასა და შეურვებასა მოასწავებს, რამეთუ ვინაჲთგან მრავალნი სიტყუანი ჰქონან სიკუდილისათჳს, ვითარმედ: „რომელსა სძულდეს სული თჳსი სოფელსა ამას, ცხორებად საუკუნოდ დაიცვას იგი“, და კუალად, ვითარმედ: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, არა არს ჩემდა ღირს“, და ეგულებოდა სხუათა მრავალთა სიტყუად, ამისთჳს იტყჳს ყუედრებისსახედ, ვითარმედ: თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ სიყუარულისაგან ფრიადისა ხართ ესრეთ მწუხარე, არამედ უფროჲსად არა წუხილი არს სიყუარულისა სახჱ. და ვითარმედ ამის პირისაჲ ენება დამტკიცებაჲ, ამისთჳს იხილე, ვითარ თქუა, ვითარმედ: „უკუეთუმცა გიყუარდი, გიხაროდამცა, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ“ (14,28). ხოლო აწ მოშიშებისაგან არს ესე ყოველი თქუენ ზედა და სიკუდილისაგან. ესრეთ შიში არა ჩემთა მცნებათა დამარხვაჲ არს, რამეთუ ჯერ-იყო თქუენდა ჯუარს-ცუმაჲ, უკუეთუმცა ჭეშმარიტად გიყუარდი, რამეთუ ჩემი სიტყუაჲ გასწავლის, რაჲთა არა გეშინოდის მათგან, რომელნი მოჰკლვიდენ ჴორცთა, რამეთუ ესევითარნი უყუარან მამასაცა, და გამოუცხადო მათ თავი ჩემი.
ს ა ხ ა რ ე ბ...
...დ აწ თანამდებ ვართა, ოდეს არცა თუ სიკუდილი წამებისაჲ არს წინამდებარე, არამედ ცხორებასა შინა ვართ ადვილსა, რაჲთა ბოროტთამცა ნებათა მისთა არა მივერჩდით, ვითარცა-იგი იტყჳს იოვანეს თავსა შინა: „რომელსა უყუარდეს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელსა სძულდეს სული თჳსი ამას სოფელსა, ცხორებად საუკუნოდ დაჰმარხოს იგი“. ესე უკუე სიტყუაჲ გულისჴმა-იყოფების სიკუდილად დადებისათჳსცა, ვი-თარცა მათეს თავსა და ლუკაჲსსა შინა წერილიცა, გარნა კუალად ამასცა მოასწავებს, ვითარმედ: „რომელსა უყუარდეს სული თჳსი, მან წარიწყმიდოს იგი“; ესე იგი არს, რომელი გულისთქუმათა მისთა ბოროტთა იქმოდის და უჯეროებისა საქმეთა ზედა მიერჩდეს მას. ამისთჳს წერილ არს: „ნუ შეუდგები გულისთქუმათა სულისა შენისათა, რამეთუ ესე არს წარმწყმედელი მისი“. და კუალად: „რომელსა სძულდეს სული თჳსი, მან აცხოვნოს იგი“; ესე იგი არს, რომელი არა ჰმორჩილობდეს ბოროტსა ნებასა მისსა. და არა თქუა: რომელი არა ჰმორჩილობდეს მას, არამედ: „რომელსა სძულდეს იგი“, რაჲთა ვითარცა საძულელთა ჩუენთა ჴმისა სმენაჲცა არა გუნებავს, არცა პირისა მათისა ხილვად წადიერ ვართ, ეგრეთვე რაჟამს სული წინააღმდგომსა ნებისა ღმრთისასა ეძიებდეს, სრულიად გარემიქცევაჲ მისგან ჯერ-არს.