თ ა რ გ მ ა ნ ი: ვისი დიდებაჲ? მამისაჲ. ხოლო ვითარ იოვანე ძისათჳს იტყჳს და პავლე სულისათჳს? არამედ არა თუ შეჰრწყუმენ იგინი გუამოვნებითა, - ნუ იყოფინ! - არამედ ესრეთ იტყჳან, ვითარმედ ერთი არს პატივი მათი, რამეთუ ყოველივე მამისაჲ ძისაჲ არს, და ძისაჲ სულისა წმიდისაჲ არს; და სიტყუანი იგი სულისა წმიდისანი არიან, რამეთუ ყოველივე, რომელი თქუან ანგელოზთა, ღმრთისა სიტყუანი არიან, ხოლო რომელი ღმერთმან თქუას, იგინი არა ანგელოზთანი არიან. ეგრეთვე ესე სიტყუანი სულისანი არიან.
40. დაუბრმეს მათ თუალნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა, და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა არა გულისჴმა-ყონ გულითა და მოიქცენ, და მე განვკურნნე იგინი.41. ესე თქუა ესაია, ოდეს-იგი იხილა დიდებაჲ მისი და იტყოდა მისთჳს.42. ხოლო მთავართაგანთაცა მრავალთა ჰრწმენა მისა მიმართ, არამედ ფარისეველთათჳს ვერ აღიარეს, რაჲთა არა კრებულისაგან განასხნენ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 12