თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველთაგან სულისა მავნებელთა ვნებათა კეთილ არს სივლტოლაჲ, ხოლო უფროჲსად მათ ვნებათაგან ჯერ-არს ყოვლითა მოსწრაფებითა სივლტოლაჲ, რომელნიცა მათ მიერ სხუათა მრავალთა ცოდვათა და ვნებათა შობდენ, ვითარცა არს ვეცხლისმოყუარებაჲ, რამეთუ არს სენი იგი თავითცა თჳსით ბოროტ და მავნებელ. ხოლო უძჳრჱს ამისთჳს არს, რამეთუ ძირი არს ყოველთა ვნებათაჲ; ეგრეთვე არს ცუდადმზუაობრობაჲ. და აჰა ესერა ესენი სარწმუნოებისაგან ქრისტესისა ტრფიალებისათჳს წარმავალისა ამის დიდებისა განცჳვეს.
სახარებაჲ იოვანესი 12:43
...ა აღიარებდეს. და კუალად სიმრავლე იგი ერისაჲ შეურაცხ იყო და ვერ კადნიერ იქმნებოდა, და მათ შიშისაგან ვერ შეეძლო კადნიერებით თქუმაჲ, ხოლო მთავართა - დიდებისმოყუარებისაგან. და ამისთჳს ეტყოდა, ვითარმედ: „ვითარ ძალგიც რწმუნებად, რომელნი დიდებასა კაცთაგან მიიღებთ?“ ; და იგინი, რომელნი ეძიებდეს უსამართლოებით მოკლვად, იტყოდეს, ვითარმედ: ღმრთისანი ვართ, ხოლო მკურნალსა მას ბრმათასა ეტყოდეს, ვითარმედ: „არა ღმრთისაგან არს, რომელ შაბათსა არა იმარხავსო“. ხოლო ამის სიტყჳსა მიმართ თქუეს მათ: „ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითარისა სასწაულისა ქმნად“, რამეთუ იგინი ბოროტისმოქმედებით სასწაულსა მას დაიდუმებდეს და გარდასლვად შჯულისა შერაცხილსა მას საქმესა შორის შემოიღებდეს, რამეთუ არა იტყოდეს, თუ: შაბათსა შინა ჰკურნებს, არამედ: „შაბათსა არა იმარხავსო“. და კუალად ესენი უძლურებით იტყოდეს, რამეთუ თანაედვა, რაჲთამცა უჩუენეს, ვი-თარმედ არა დაიჴსნების შაბათი, გარნა იგინი ოდენ სასწაულთათჳს იტყჳან, რამეთუ ჯერეთ კაცად ჰგონებდეს მას. თუ არა, თუმცა ესე არა იყო, ძალ-ედვა სხჳთა სახითაცა მიგებად, ვითარმედ უფალი იყო შაბათისაჲ და მან ქმნა იგი, გარნა არარაჲ აქუნდა ესევითარი გონებაჲ, და ვერვინ იკადრებდა მათგანი ცხადად...
...(იოან. 5,45) და: „მე გიცნი თქუენ, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ არა გაქუს“; და: „ვითარ ძალგიც რწმუნებად, რომელნი დიდებასა კაცთაგან მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ?“ ;
ხოლო სიტყუათა ამათ მიერ სხუასაცა მოასწავებს, ვითარმედ ამის მიერ იქმნებოდა სიძულილი მათი მისა მიმართ, რომელ ესრეთ კადნიერებით ამხილებდა, და არა მისგან, რომელ შაბათსა დაჰჴსნიდა. ხოლო რაჲსათჳს მათ წარავლინებს დღესასწაულად და ეტყჳს, ვითარმედ: „აღვედით თქუენ დღესასწაულსა ამას, ხოლო მე არა აღვალ აწ“ (7,8)? ამისთჳს, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ არა ეჴმარებიან მას იგინი, არამედ ვინაჲთგან მათ არა ჰნებავს მის თანა ყოფაჲ, მიუშუებს ყოფად საქმეთა მათ ჰურიათაჲსა. ხოლო რაჲსათჳს აღვიდა, ვინაჲთგან ეთქუა, თუ: არა აღმოვალო? არა თქუა, თუ: არა აღმოვალ, არამედ: „აწო არა აღმოვალ“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ჟამი ჩემი არღა აღსრულებულ არს“ (7,8).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ იგი მომავალსა მასღა პასექსა ჯუარს-ეცუმოდა, ვითარ უკუე არა აღვიდა იგიცა? რამეთუ უკუეთუ რომელ ჟამი არღა მოწევნულ იყო, ამისთჳს არა აღვიდოდა, ყოლადვე არა უჴმდა მა-შინ აღსლვაჲ. არამედ არა...