...სა, და ვითარ თჳსებით იყო იოვანეს მიმართ, რაჟამს თქუა, ვითარმედ: „უფალო, ამისთჳს რაჲ სთქუ?“ ფრიადისა სიყუარულისაგან იტყოდა. ხოლო უკუეთუმცა არა ჯერ-იყო და არამცა ამას ადგილსა მოსრულ იყო, არცამცა ამას ეთქუა ესე, რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „პეტრე წამ-უყვნა იოვანეს“, უკუეთუმცა სხუაჲ არარაჲ ეთქუა, ფრიადსა საძიებელსა მოგუცემდა, რაჲთა ვეძიებდეთ მიზეზსა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მიყრდნობილ იყო წიაღთა იესუჲსთა“. ანუ სიტყჳსა ამის მიერ მცირედსა საქმესა გულისხმა-ჰყოფა, რაჟამს გესმეს, ვითარმედ ესევითარსა კადნიერებასა მისცემდა იესუ მოწაფეთა თჳსთა? ხოლო უკუეთუ მიზეზსა ეძიებდე ამის საქმისასა, - საყუარელ იყო, რამეთუ იტყჳს: „რომელი უყუარდა იესუს“. ხოლო მე ვჰგონებ, ვითარმედ სხჳსაცა მიზეზისათჳს იქმს ამას: რაჲთამცა გამოაჩინა თავი თჳსი უცხოდ საქმისა მისგან ბოროტისა მიცემისა მისისა. ამისთჳს მიეყრდნების და იტყჳს მინდობით.
ხოლო რაჲსათჳს მიეყრდნა მკერდსა? ერთად, რამეთუ ჯერეთ არა იცოდეს, ვითარცა ჯერ-იყო, და ვითარცა შემდგომად ცნეს, თუ ვინ არს, ანუ ვითარ, და მეორედ, რამეთუ მწუხარებასა მისსა ნუგეშინის-სცემდა უფალი, რამეთუ შეცვალებულ იყვნეს პირნი მათნი და სულნი შეშფოთებულ. და ამისთჳს უმეტესად შეიტკბობს იესუ და ნუგე...