მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 13:25

24. წამ-უყვნა მას სიმონ-პეტრე, რაჲთა ჰკითხოს, ვინ არს, რომლისათჳს იტყჳს?25. ხოლო იგი მიეყრდნა მკერდსა იესუჲსსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს?26. მიუგო იესუ და ჰრქუა: რომელსა მე დავაწო პური და მივსცე, იგი არს. და დააწყო პური იგი და მისცა იუდას სიმონისსა, ისკარიოტელსა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 13
25. ხოლო იგი მიეყრდნა მკერდსა იესუჲსსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე შეიწყნაროს, რომელი მე მივავლინო, მან მე შემიწყნაროს, და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი“ (13,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს მონათა ღმრთისათა მსახურებისა და განსუენებისა სასყიდელი, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან თქუენ შეგიწყნარნეს, მან მე შემიწყნარა, და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი“. ხოლო რაჲმცა სწორ იყო ქრისტჱს და მამისა მისისა შეწყნარებისა? ხოლო რაჲსათჳს, რომელ თქუა რაჲ, ვითარმედ: „უკუეთუ იცით, ნეტარ ხართ, უკუეთუ ჰყოფთ ამას“, და მეყსეულად შეუდგინა ესე, ვითარმედ: „რომელმან თქუენ შეგიწყნარნეს, მან მე შემიწყნაროს“?

გარნა ამისთჳს ქმნა ესე, რამეთუ ვინაჲთგან ეგულებოდა განსლვაჲ სოფლად და თავს-დებაჲ მრავალთა ჭირთაჲ, ამისთჳს ორითა სახითა ნუგეშინის-სცემს: ერთად, რომელ ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ მე გაჴსოვდე და იჴსენებდეთ ყოველსა, რომელი მე თავს-ვიდევ, ყოველივე ადვილად თავს-იდვათ; და კუალად მეორედ, რამეთუ მათთა შემწყნარებელთა ესევითარი სასყიდელი აღუთქუა. და ორივე იგი მით მოასწავა, რომელ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა შემწუხრდა, ინაჴით-ჯდა იესუ ათორმეტთა მათ თანა. და ვითარცა ჭამდეს იგინი, თქუა იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“ (26,20-21).:

...მე“ (26,22-23).

ესე იქმნა და ვერვე დაიდასტურეს მოწაფეთა. ამისთჳს კუალადცა წამუყვნა პეტრე იოვანეს, ვითარცა მისსა მას სახარებასა წერილ არს, კითხვად, თუ ვინ არს, რომლისათჳს იტყჳს. - „მიეყრდნა იგი მკერდსა იესუჲსსა და ჰრუქა მას: უფალო, ვინ არს? მიუგო იესუ და ჰრქუა: იგი არს, რომელსა მე დავაწო პური და მივსცე“.

იხილე, თუ ოდეს გამოუცხადა. ოდეს იხილნა სხუანი დიდსა მწუხარებასა შინა და ურვასა ფრიადსა, მაშინ აუწყა.

და არა მათთჳს ხოლო, არამედ რაჲთა მიმცემელსაცა მისსა ამხილოს, რამეთუ მრავალგზის ჰრქუა მიფარულად და იგავისსახით, და არა შეიგონა მან. ამისთჳს აწ განცხადებულადრე ამხილებს, ნუუკუე შეიგონოს. ამისთჳს შესძინა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ძჱ სამე კაცისაჲ წარვალს, ვითარცა წერილ არს მის-თჳს, ხოლო ვაჲ კაცისა მის, რომლისა მიერ ძე კაცისაჲ მიეცეს. უმჯობეს იყო მისთჳს, არა თუმცა შობილ იყო კაცი იგი“ (26,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე საქმენი და სიტყუანი ნუმცა ესრეთ ლიტონად აღმოიკითხვიან ჩუენ მიერ, საყუარელნო, არამედ გამოვწერნეთ ესე გონებათა შინა ჩუენთა, რაჲთა არღარასადა პოოს გულისწყრომამან ადგილი ჩუენ თანა. რამეთუ ვინ არს, რომელიმცა გულისჴმა-ჰყოფდა სერობასა მას დიდებულსა და მიმცემელსა მას, მჯდომარესა მაცხოვრისა თანა, და ვი-თარ უფალი იგი და მეუფ...

სრულად ნახვა