მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 14:31

30. არღარა მრავალსა ვიტყოდი თქუენ თანა, რამეთუ მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ და ჩემ თანა პოოს არარაჲ.31. არამედ რაჲთა ცნას სოფელმან, რამეთუ მიყუარს მე მამაჲ, და ვითარცა მამცნო მე მამამან, ეგრეთცა ვყო. აღდეგით და წარვიდეთ ამიერ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 14
31. არამედ რაჲთა ცნას სოფელმან, რამეთუ მიყუარს მე მამაჲ, და ვითარცა მამცნო მე მამამან, ეგრეთცა ვყო. აღდეგით და წარვიდეთ ამიერ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ცნას სოფელმან, ვითარმედ მიყუარს მამაჲ ჩემი“ (14,31).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ არა თუ თანამდებ სიკუდილისა ვარ, არამედ სიყუარულისათჳს მამისა მოვითმენ.

ხოლო ესე თქუა, რაჲთა კუალად სულნი მათნი განაძლიერნეს, და ცნან, ვითარმედ არა უნებლებით მივალს სიკუდილად, არამედ ნეფსით, და შეურაცხ-უყოფიეს ეშმაკი. და არა კმა-იყო იგი ოდენ თქუმად, ვი-თარმედ: „მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ“, არამედ ზედაჲსზედა მიმოაქცევს შემაწუხებელთა მათ სიტყუათა და მათ თანა ნუგეშინისმცემელთაცა, ვიდრემდის დაარწმუნოს მათ. ამისთჳს ოდესმე იტყჳს: „წარვალ და მოვალ“; და: „სადა მე ვიყო, მუნ თქუენცა იყვნეთ“; და: „ვერ ძალ-გიც აწ შემოდგომად ჩემდა“; და: „მამაჲ უფროჲს ჩემსა არს“; და: „გარქუ თქუენ ვიდრე ყოფადმდე“; და ვითარმედ: „არა იძულებით ვიქმ ამას, არამედ სიყუარულისათჳს მამისა“, რაჲთა მათ გულისხმა-ყონ, ვი-თარმედ არა სავნებელ არს საქმჱ იგი, ვინაჲთგან რომელსა ფრიად უყუარს იგი და შეყუარებულ არს მის მიერ, მას ესრეთ ჰნებავს. ამისთჳს მრავალგზის იტყოდა ერთბამად სიტყუათა მათ შემაწუხებელთაცა და ნუგეშინისმცემელთაცა, რაჲთამცა გამოცადნა გონებანი მათნი, რამეთუ სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „თქუენ თანა იყოს“, და ვითარმედ: „უმჯობეს არს თქუენდა, რაჲთა მე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოვ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „აღდეგით და წარვედით ამიერ. მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი და თქუენ - რტონი. მამაჲ ჩემი მოქმედი არს“ (14,31; 15,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: უსწავლელობაჲ დაჴსნილ და მოშიშ-ჰყოფს სულსა, ვითარცა-იგი სწავლაÁ საღმრთოთა საქმეთაჲ ახოვან-ჰყოფს და მაღალ. რამეთუ რაჟამს არა იყოს მოსწრაფჱ გონებაჲ, მაშინ იქმნების სული მოშიშ არა ბუნებით, არამედ ნებსით. რამეთუ რაჟამს ვიხილო კაცი, რომელი ოდესმე ახოვან იყო და აწ მოშიშ არს, არღარა ბუნებითად ვიტყჳ საქმესა მას, რამეთუ ბუნებითნი ყოველნი შეუცვალებელ არიან. და კუალად ოდეს ვიხილო, რომელნი აწ მოშიშ იყვნეს და შემდგომად მცირედისა კადნიერ იქმნნეს, მასვე გულისხმა-ვჰყოფ და ნებასა ზედა დავსდებ ყოველსავე, რამეთუ მოწაფენიცა ფრიად მოშიშ იყვნეს პირველ, ვიდრეღა არა ესწავა ყოველი, რაოდენი ჯერ-იყო სწავლად, არცა მოეღო მადლი სულისა წმიდისაჲ, ხოლო უკუანაჲსკნელ უგულოვნეს ლომთა იქმნეს. და პეტრე, რომელმან ქალისა ერთისა შერისხვაჲ ვერ თავს-იდვა, მეფეთა და მთავართა სძლო და ჯუარსცუმული და ტანჯული არავე დუმნა, არამედ ვი-თარმცა სიზმარი უჩნდა ყოველივე, გარნა უწინარჱს ჯუარს-ცუმისა არა ესრეთ იყო. ამისთჳს ქრისტე ეტყოდა:...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის