მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 15:3

2. ყოველმან რტომან რომელი ჩემ თანა არს და არა მოიღოს ნაყოფი, აღიღოს იგი; და ყოველმან რომელმან მოიღოს ნაყოფი, განწმიდოს იგი, რაჲთა უფროჲსი ნაყოფი გამოიღოს.3. ხოლო თქუენ აწვე წმიდა ხართ სიტყჳთა მით, რომელსა გეტყოდე თქუენ.4. დაადგერით თქუენ ჩემთანა, და მე თქუენ თანა: ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ჴელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თჳსით, უკუეთუ არა ეგოს ვენაჴსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკეთუ არა დაადგრეთ ჩემთანა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 15
3. ხოლო თქუენ აწვე წმიდა ხართ სიტყჳთა მით, რომელსა გეტყოდე თქუენ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოვ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „აღდეგით და წარვედით ამიერ. მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი და თქუენ - რტონი. მამაჲ ჩემი მოქმედი არს“ (14,31; 15,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: უსწავლელობაჲ დაჴსნილ და მოშიშ-ჰყოფს სულსა, ვითარცა-იგი სწავლაÁ საღმრთოთა საქმეთაჲ ახოვან-ჰყოფს და მაღალ. რამეთუ რაჟამს არა იყოს მოსწრაფჱ გონებაჲ, მაშინ იქმნების სული მოშიშ არა ბუნებით, არამედ ნებსით. რამეთუ რაჟამს ვიხილო კაცი, რომელი ოდესმე ახოვან იყო და აწ მოშიშ არს, არღარა ბუნებითად ვიტყჳ საქმესა მას, რამეთუ ბუნებითნი ყოველნი შეუცვალებელ არიან. და კუალად ოდეს ვიხილო, რომელნი აწ მოშიშ იყვნეს და შემდგომად მცირედისა კადნიერ იქმნნეს, მასვე გულისხმა-ვჰყოფ და ნებასა ზედა დავსდებ ყოველსავე, რამეთუ მოწაფენიცა ფრიად მოშიშ იყვნეს პირველ, ვიდრეღა არა ესწავა ყოველი, რაოდენი ჯერ-იყო სწავლად, არცა მოეღო მადლი სულისა წმიდისაჲ, ხოლო უკუანაჲსკნელ უგულოვნეს ლომთა იქმნეს. და პეტრე, რომელმან ქალისა ერთისა შერისხვაჲ ვერ თავს-იდვა, მეფეთა და მთავართა სძლო და ჯუარსცუმული და ტანჯული არავე დუმნა, არამედ ვი-თარმცა სიზმარი უჩნდა ყოველივე, გარნა უწინარჱს ჯუარს-ცუმისა არა ესრეთ იყო. ამისთჳს ქრისტე ეტყოდა:...

სრულად ნახვა
მოძღვრება რაჭის უეზდის სოფლის ზნაკვის ეკკლესიის კურთხევაზედ
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო! ვინაითგან დღეს, მადლითა და შეწევნითა ღვთისათა, ჩვენ ვაკურთხეთ ეს ეკკლესია, თქვენგან აღშენებული, მე მსურს გითხრა რაოდენიმე სიტყვა მისთვის, თუ რაი არს ეკკლესია, რა მნიშვნელობა აქვს ეკკლესიას, როგორ უნდა ისარგებლოს კაცმან ეკკლესიითა?

ჩვენ, ყოველნი, ძმანო, ვართ ქრისტიანენი; გარნა რისთვის უწოდებთ ჩვენს თავს ქრისტიანედ? მისთვის, რომელ ჩვენ გვწამს უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, გვრწამს, რომელ მხოლოდ მას ერთსა შეუძლიან განათლება და ცხოვნება. იგი არს ჩვენი მაცხოვარი, გარეშე მისა ვერავის ვერ შეუძლიან გამოხსნა ჩვენი ცოდვისა და სიკვდილისაგან; გარნა რა სახით, ანუ რომლითა საშვალობითა მოგვცემს იგი ჩვენ მადლსა, განათლებასა და ცხოვნებასა, ესე იგი, რა სახით შეიქმნება თითოეული ჩვენგანი მოზიარედ მისის მადლისა და ცხოვნებისა? ეს შეიძლება მხოლოდ ეკკლესიის საშუალობითა. ეკკლესია არის ის ადგილი, სადაცა შენ მიიღებ იმ სწავლასა, რომელიც მოგვცა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, იმ მადლს, რომელიც მან დაგვიტევა ჩვენ ჩვენდა საცხოვნებლად. უფალმან იესო ქრისტემან დააწესა ყოველსა ქვეყანასა ზედა წმიდა ეკკლესია, რომელი ყოველსა კაცსა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წმიდა-ყვენ იგინი ჭეშმარიტებითა შენითა“ (17,17).:

...სათჳსცა სარწმუნოებისა. ამისთჳსცა შესძინა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წმიდა-ყვენ იგინი ჭეშმარიტებითა შენითა“ (17,17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: წმიდა-ყვენ მოცემითა სულისა წმიდისაჲთა და მართალთა სწავლათა მიერ; ვითარცა-იგი რაჟამს ეტყოდა, ვითარმედ: „წმიდა ხართ სიტყჳსა მისთჳს, რომელი გარქუ თქუენ“, და აწცა მასვე იტყჳს, ვითარმედ: ასწავე მათ ჭეშმარიტებაჲ, და სულსა წმიდასაცა ჭეშმარიტებისა მასწავლელად უწესს. და ვითარ აწ ამას ითხოვს მამისაგან ყოფად? არამედ რაჲთა სცნა კუალად ერთობაჲ, რამეთუ მართალნი სიტყუანი ითქუმოდიან რაჲ ღმრთისათჳს, წმიდაჰყოფენ სულსა. ხოლო შემდგომად ამისა თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სიტყუაჲ შენი ჭეშმარიტება არს“ (17,17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: არცა ერთი ტყუვილი არს მის თანა, არცა სახჱ და აჩრდილი, არამედ ყოველივე ჭეშმარიტებაჲ, ვი-თარცა იტყჳს პავლე ეკლესიისათჳს, ვითარმედ: „წმიდა-ყო იგი სიტყჳ-თა“, რამეთუ იცის სიტყუამანცა ღმრთისამან წმიდა-ყოფაჲ. ხოლო ვჰგონებ, ვითარმედ სხუასაცა მოასწავებს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „წმიდა-ყვენ“, ესე იგი არს: და განარჩიენ იგინი ქადაგებისა მისთჳს და სიტყჳსა. და ესე საცნაურ არს შემდგომთა მათ სიტყუათაგან, რომელ თ...

სრულად ნახვა