მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 15:8

7. უკეთუ დაადგრეთ ჩემ თანა, და სიტყუანი ჩემნი თქუენ თანა ეგნენ, რაჲცა გინდეს, ითხოვეთ, და გეყოს თქუენ.8. ამით იდიდოს მამაჲ ჩემი, რაჲთა ნაყოფი მრავალი გამოიღოთ და იყვნეთ ჩემდა მოწაფე.9. ვითარცა შემიყუარა მე მამამან, მეცა შეგიყუარენ თქუენ, დაადგერით სიყუარულსა ჩემსა ზედა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 15
8. ამით იდიდოს მამაჲ ჩემი, რაჲთა ნაყოფი მრავალი გამოიღოთ და იყვნეთ ჩემდა მოწაფე.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამით იდიდოს მამაჲ ჩემი, რაჲთა თქუენ ნაყოფი მრავალი გამოიღოთ“ (15,8).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამით სიტყჳთა სიტყუასა თჳსსა სარწმუნო-ჰყოფს, რამეთუ უკუეთუ ნაყოფიერებაჲ სადიდებელ არს მამისაჲ, არა სამე უდებყოს მან დიდებაჲ თჳსი.

მოძღვრება რაჭის უეზდის სოფლის ზნაკვის ეკკლესიის კურთხევაზედ
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო! ვინაითგან დღეს, მადლითა და შეწევნითა ღვთისათა, ჩვენ ვაკურთხეთ ეს ეკკლესია, თქვენგან აღშენებული, მე მსურს გითხრა რაოდენიმე სიტყვა მისთვის, თუ რაი არს ეკკლესია, რა მნიშვნელობა აქვს ეკკლესიას, როგორ უნდა ისარგებლოს კაცმან ეკკლესიითა?

ჩვენ, ყოველნი, ძმანო, ვართ ქრისტიანენი; გარნა რისთვის უწოდებთ ჩვენს თავს ქრისტიანედ? მისთვის, რომელ ჩვენ გვწამს უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, გვრწამს, რომელ მხოლოდ მას ერთსა შეუძლიან განათლება და ცხოვნება. იგი არს ჩვენი მაცხოვარი, გარეშე მისა ვერავის ვერ შეუძლიან გამოხსნა ჩვენი ცოდვისა და სიკვდილისაგან; გარნა რა სახით, ანუ რომლითა საშვალობითა მოგვცემს იგი ჩვენ მადლსა, განათლებასა და ცხოვნებასა, ესე იგი, რა სახით შეიქმნება თითოეული ჩვენგანი მოზიარედ მისის მადლისა და ცხოვნებისა? ეს შეიძლება მხოლოდ ეკკლესიის საშუალობითა. ეკკლესია არის ის ადგილი, სადაცა შენ მიიღებ იმ სწავლასა, რომელიც მოგვცა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, იმ მადლს, რომელიც მან დაგვიტევა ჩვენ ჩვენდა საცხოვნებლად. უფალმან იესო ქრისტემან დააწესა ყოველსა ქვეყანასა ზედა წმიდა ეკკლესია, რომელი ყოველსა კაცსა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის