თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას ადგილსა კუალად კაცობრივ იტყჳს სიტყუასა, რომელი კაცთა შორის ფრიადისა სიყუარულისა სახე არს, რამეთუ რომელმან-იგი სიკუდილი თავს-იდვა, და რომელნი-ესე მონა და მტერ ვიყვენით და მბრძოლ, და მან ესეოდენსა პატივსა ღირს-მყვნა და ზეცად აღმიყვანნა, რაჲმცა იყო რიცხჳ მისისა სიყუარულისაჲ? ესრეთ უკუე ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან მიყუართ, ნუღარა გეშინინ. და ვინაჲთგან მამასა ჰნებავს, რაჲთა ნაყოფიერ იქმნნეთ, ნუ ჰზრუნავთ. ხოლო კუალად, რაჲთა არა უდებ იქმნენ სრულიად, ამისთჳს ჰრქუა მათ:
სახარებაჲ იოვანესი 15:9
8. ამით იდიდოს მამაჲ ჩემი, რაჲთა ნაყოფი მრავალი გამოიღოთ და იყვნეთ ჩემდა მოწაფე.9. ვითარცა შემიყუარა მე მამამან, მეცა შეგიყუარენ თქუენ, დაადგერით სიყუარულსა ჩემსა ზედა.10. უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყუარულსა ზედა ჩემსა, ვითარცა მე მცნებანი მამისა ჩემისანი დავიმარხენ და ვჰგიე სიყუარულსა ზედა მისსა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 15