მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 16:3

2. კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა.3. და ესე გიყონ თქუენ, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი მამაჲ, არცა მე.4. არამედ ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა რაჟამს მოიწიოს ჟამი იგი, მოიჴსენოთ მათი, რამეთუ მე გარქუ თქუენ. ესე პირველითგან არა გარქუ თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 16
3. და ესე გიყონ თქუენ, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი მამაჲ, არცა მე.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს. ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“ (15,11-12).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველსავე კეთილსა მაშინ აქუს სასყიდელი, რაჟამს აღსასრულად მიიწიოს. უკუეთუ კულა განზოგებასა ოდენ საქმისასა გარდასწყდეს, დანთქმაჲ იქმნების მის საქმისაჲ. და ვითარცა ნავი აღვსებული მრავლითა სიმდიდრითა ვერ მიიწიის ნავთსაყუდელად, არამედ შორს რაჲ არნ, ზღუასა დაინთქის (არარაჲ ერგო ფრიადისა მისგან შრომისა და სლვისა მისგან გზათაჲსა, არამედ უფროჲსად განსაცდელი მოიწია მის ზედა, რაოდენცა უმეტესი შრომაჲ თავს-იდვა), ეგრეთვე სულნი, რომელნი უწინარეს აღსასრულისა დავარდენ შრომათაგან; ამაო იქმნა ღუაწლი მათი. ამისთჳსცა პავლე იტყოდა, ვითარმედ: „პატივი და დიდებაჲ მათა, რომელნი მოთმინებითა საქმეთა კეთილთაჲთა რბიოდიან“, რომელსაცა მოწაფეთათჳს იქმს აწ ქრისტე. რამეთუ ვინაჲთგან შეიწყნარნა იგინი, და იგინი იხარებდეს მის თანა, და მერმე მოიწია ჟამი ვნებისაჲ, და სიტყუანი იგი მწუხარებისანი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის