თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ შეჰრაცხონო მოკლვაჲ თქუენი, ვითარცა კეთილი რაჲმე და სათნოჲ საქმჱ. და მერმე ნუგეშინის-ცემაჲცა მისცა მათ და ჰრქუა, ვითარმედ: „ესე გიყონ თქუენ, რამეთუ არა იციან მამაჲ ჩემი, არცა მე“ (16,3). კმა არს ესე ნუგეშინისსაცემელად თქუენდა, რამეთუ ჩემთჳს და მამისა ჩემისათჳს მოიწეოდის ესე ყოველი თქუენ ზედა, ვი-თარცა პირველ გეტყოდე, ვითარმედ: „ნეტარ იყვნეთ, რაჟამს გდევნიდენ და გყუედრიდენ და თქუან ყოველი ბოროტი თქუენდა მიმართ სიცრუით ჩემთჳს. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი დიდ იყოს ცათა შინა“. ;
სახარებაჲ იოვანესი 16:2
1. ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ.2. კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა.3. და ესე გიყონ თქუენ, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი მამაჲ, არცა მე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 16