თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: ოდეს ესე ყოველი იქმნას, მაშინ სცნათ, ვითარმედ ყოველივე სიტყუაჲ ჩემი ჭეშმარიტ იყო, და ამისთჳს გარქუ, რაჲთა არა მოულოდებელად მოიწიოს და შეგაშფოთნეს თქუენ, და რაჲთა არა იტყოდით, ვითარმედ: არა წინაჲსწარ ვიცოდეთ ყოველივე მომავალი. იჴსენებდეთ უკუე, ვითარმედ მე გარქუ თქუენ, და ვითარმედ ჩემთჳს გიზმენ ყოველსავე და მამისა ჩემისათჳს, და რამეთუ მეცა ესრეთ მიყვეს, და რამეთუ ყოველივე უჯეროებით არს და უშჯულოდ საქმჱ მათი.
სახარებაჲ იოვანესი 16:4
3. და ესე გიყონ თქუენ, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი მამაჲ, არცა მე.4. არამედ ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა რაჟამს მოიწიოს ჟამი იგი, მოიჴსენოთ მათი, რამეთუ მე გარქუ თქუენ. ესე პირველითგან არა გარქუ თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ.5. ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა, და არავინ თქუენგანი მკითხავს მე, ვითარმედ: ვიდრე ხუალ?
სახარებაჲ იოვანესი თავი 16