მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 17:2

1. ამას იტყოდა იესუ და აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად და თქუა: მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძე შენი, რაჲთა ძემანცა შენმან გადიდოს შენ.2. ვითარცა-ესე მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ.3. და ესე არს ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 17
2. ვითარცა-ესე მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (17,2).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ქველისმოქმედებაჲ მარადის დიდებაჲ არს ღმრთისაჲ. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ვითარცა მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ“? გამოაჩინებს, ვითარმედ არა ჰურიათა თანა ოდენ შეწყუდეულ არს ქადაგებაჲ იგი, არამედ ყოველსა სოფელსა განეფინების, და მოასწავებს ცხორებასა წარმართთასა, რამე-თუ ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „გზასა წარმართთასა ნუ წარხუალთ“, და ეგულებოდა ამისა შემდგომად თქუმად, ვითარმედ: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“, გამოაჩინებს, ვითარმედ მამასა ესრეთვე ჰნებავს; რამეთუ ესე ფრიად დააბრკოლებდა ჰურიათა და მოწაფეთა არა შეუნდობდეს ადვილად ლოცვისა შეხებად მათ თანა, ვიდრემდის მოიღეს სწავლაჲ იგი სულისა წმიდისაჲ. და რაჟამს იერუსალჱმდ მოვიდა პეტრე, ძლით შეუძლო განრომაჲ ამათთა ბრალობათაგან თხრობითა მით ტილოჲსაჲთა.

ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ“? ვჰრქუათ მწვალებელთა, ვითარმედ: ოდეს მიიღო მათ ზედა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის