თ ა რ გ მ ა ნ ი: „მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი“ თქუა სხუათა მათ ღმერთთა წარმართთათჳს, რომელნი არა ღმერთ არიან, არამედ ეშმაკ, რამეთუ ეგულებოდა მათ წარმართთა მიმართ მათი წარვლენაჲ. ხოლო შენ რასა იტყჳ, მწვალებელო ბოროტო, ვითარმედ ძჱ არა ჭეშმარიტი ღმერთი არსა? ჵ დაბნელებულო! ესე სიტყუაჲ კერპთათჳს თქუა წინააღმდგომად მათა, ვითარმედ: „მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი“, და არა თუ ძჱ არა ჭეშმარიტი ღმერთი არს, რამეთუ ძჱ თჳთ ჭეშმარიტება არს, და ვითარმცა არა ღმერთი იყო ჭეშმარიტი? რამეთუ ფრიად უზეშთაეს არს თქუმაჲ, ვითარმედ: თჳთ ჭეშმარიტება არს, ვიდრე თუ: ჭეშმარიტი კაცი არს. ეგრეთვე ძჱ, ვინაჲთგან თჳთ ჭეშმარიტი არს, ვითარმცა არა ჭეშმარიტი ღმერთი იყო? ანუ ვითარ ჩუენ ღმერთ-მყოფს, უკუეთუ თჳთ არა ჭეშმარიტი ღმერთი არს? არამედ ამის პირისათჳს სხუასა ადგილსა გამოძიებითრე გჳთქუამს. ამისთჳს შემდგომსა სიტყუასა ვიტყოდით:
სახარებაჲ იოვანესი 17:3
2. ვითარცა-ესე მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ.3. და ესე არს ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტე.4. მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე, რაჲთა ვყო.
სახარებაჲ იოვანესი თავი 17