მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 17:4

3. და ესე არს ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტე.4. მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე, რაჲთა ვყო.5. და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 17
4. მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე, რაჲთა ვყო.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა“ (17,4).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილად თქუა, ვითარმედ: „ქუეყანასა ზედა“, რამეთუ ცათა შინა დიდებულ იყო, რომელსა ბუნებით აქუნდა დიდებაჲ ღმრთეებისაჲ და ანგელოზთა მიერ თაყუანის-იცემებოდა. არა უკუე მას დიდებასა იტყჳს, რომელი ბუნებით აქუს, რამეთუ იგი, დაღაცათუ არავინ იყოს მადიდებელი, სავსებითვე ჰგიეს, არამედ ამას დიდებასა იტყჳს, რომელი კაცთა მსახურებითა იქმნების. და ამისთჳს იგიცა სიტყუაჲ, ვი-თარმედ: „მადიდე მე“ (17,5), ესევითარივე არს. რაჲთა სცნა, ვითარმედ ამას ესევითარსა დიდებასა იტყჳს, ისმინე შემდგომიცა:

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელნი მომცენ მე; სოფლისა ამისგანნი იყვნეს და მომცენ, და სიტყუაჲ შენი დაუმარხავს“ (17,6).:

...(17,6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „დიდისა ზრახვისა ანგელოზ“ ეწოდების ძესა ღმრთისასა ყოველთა მათ სწავლათათჳს, რომელ ასწავა, და პირველად, რომელ მამაჲ უქადაგა კაცთა, რომელსა აწ იტყჳს, ვითარმედ: „გამოუცხადე სახელი შენი კაცთა“; რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „საქმჱ შენი აღვასრულე“, აწ იტყჳს, თუ რომელი საქმჱ. ესეო: „გამოუცხადე სახელი შენი კაცთა“. უკუეთუ ვინ თქუას, ვითარმედ სახელი ღმრთისაჲ თჳთ საცნაურ იყო, გულისხმა-ყავთ, რამეთუ ჰურიათა მიერ ოდენ იყო საცნაურ, და არცა მათ მიერ სრულიად, არამედ წარმართთა ყოვლადვე არა იცოდეს, ხოლო ჰურიათა დაღაცათუ იცოდეს, არამედ მამად არა. ხოლო ქრისტემან გამოუცხადა სახელი მისი სიტყჳთცა და საქმით.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელნი მომცენ მე სოფლისა ამისგან“ (17,6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ზემო იტყოდა, ვითარმედ: „ვერვინ მოვალს ჩემდა, უკუეთუ არა მოცემულ იყოს მისდა ზეცით, უკუეთუ არა მოიყვანოს იგი მამამან“, ეგრეთვე აქა იტყჳს, ვითარმედ: „რომელნი მომცენ მე“. და კუალად თავადიცა სახელ-სდებს თავსა თჳსსა „გზად“, ამისთჳს ორსა საქმესა აჩუენებს აქა: ერთად, ვითარმედ არა წინააღმდგომი არ...

სრულად ნახვა