მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 18:14

13. და მიიყვანეს იგი პირველად ანნაჲსა, რამეთუ იყო სიმამრი კაიაფაჲსი, რომელი იყო მღდელთ-მოძღუარი მის წელიწადისაჲ.14. ხოლო ესე კაიაფა იყო, რომელმან აზრახა ჰურიათა, ვითარმედ: უმჯობეს არს კაცისა ერთისა სიკუდილი ერისათჳს.15. მისდევდა იესუს სიმონ-პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ. ხოლო მოწაფე იგი ერთი მეცნიერ იყო მღდელთ-მოძღურისა და შევიდა იესუჲს თანა ეზოსა მღდელთ-მოძღურისასა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 18
14. ხოლო ესე კაიაფა იყო, რომელმან აზრახა ჰურიათა, ვითარმედ: უმჯობეს არს კაცისა ერთისა სიკუდილი ერისათჳს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ შეიპყრეს იესუ და შეკრეს და მიიყვანეს ანაჲსა პირველად. და იყო ანა სიმამრი კაიაფაჲსი. ხოლო კაიაფა იყო, რომელმან აზრახა ჰურიათა, ვითარმედ: უმჯობჱს არს ერთისა კაცისა სიკუდილი ერისათჳს“ (18,12-14).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: მიიყვანეს ანაჲსა, რამეთუ სიხარულისაგან მიმოვიდოდეს და ქადაგებდეს, ვითარმცა დიდი რაჲმე ძლევაჲ ექმნა. ხოლო რაჲსათჳს აჴსენა მახარებელმან წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი? რაჲთა გესმეს რაჲ შეპყრობაჲ და შეკრვაჲ იესუჲსი, არა შეშფოთნე, არამედ სცნა, ვითარმედ ჭეშმარიტად სოფლისა ცხორებისათჳს იყო, და ეგოდენ ჭეშმარიტ იყო ესე, ვიდრეღა მტერნიცა წინაჲსწარმეტყუელებდეს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის