თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინ არს „სხუაჲ იგი მოწაფჱ“? გარნა თჳთ მახარებელი, რომელსა უთქუამს ესე. არამედ რად არა თქუა თჳსი სახელი, ვითარიგი ჟამსა სერობისასაცა, ვითარმედ: „სხუაჲ მოწაფჱ“, და არა თქუა თჳსი სახელი? არამედ მაშინ სამართლად ჰფარვიდა თავსა თჳსსა, რამე-თუ დიდ იყო საქმჱ იგი, ხოლო აქა რაჲსათჳსღა? არამედ გულისხმა-ყავ, ვითარმედ მისვე მიზეზისათჳს, რამეთუ ესეცა საქმჱ დიდ იყო ფრიად, რომელ სხუანი ყოველნი განიბნინეს, და იგი მარტოჲ შეუდგა. ამისთჳს სახელი თჳსი არა თქუა, არამედ ოდენ პეტრესი, და აჴსენა მცირედ თავი თჳსი, რაჲთა სცნა, ვითარმედ ჭეშმარიტებით იტყჳს ყოველსავე, რამე-თუ მუნ იყო თანამდგომარე. და იხილე მისი საქმჱ, რაჲთა არავის უკჳრდეს, რომელ სხუანი ყოველნი წარვიდეს, და პეტრეცა გარე დაშთა, და იგი ოდენ შევიდა უფალსა თანა, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მეცნიერ იყო მღდელთმოძღურისა“ (18,15,16), რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ ახოვნებისა და უშიშოებისა თჳსისაგან ქმნა. და არა თუ ვითარცა საქებელად რაჲმე თქუა, თუ: „მეცნიერ იყო მღდელთმოძღურისა“, -...
სახარებაჲ იოვანესი 18:15
14. ხოლო ესე კაიაფა იყო, რომელმან აზრახა ჰურიათა, ვითარმედ: უმჯობეს არს კაცისა ერთისა სიკუდილი ერისათჳს.15. მისდევდა იესუს სიმონ-პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ. ხოლო მოწაფე იგი ერთი მეცნიერ იყო მღდელთ-მოძღურისა და შევიდა იესუჲს თანა ეზოსა მღდელთ-მოძღურისასა.16. ხოლო პეტრე დგა კარსა თანა გარეშე. განვიდა ერთი იგი მოწაფე, რომელი იყო მეცნიერ მღდელთ-მოძღურისა, და ჰრქუა მეკარესა მას დედაკაცსა და შეიყვანა პეტრე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 18