თ ა რ გ მ ა ნ ი: შუაღამეს ვალს და მდინარესა განჰვლის და მივიდის ადგილსა საცნაურსა მიმცემელისა მის მიერ, რაჲთა შემპყრობელნი მისნი განარინნეს შრომასა ფრიადსა და უჩუენოს მოწაფეთა, ვითარმედ ნეფსით მივალს ვნებად, რომელ-ესე კმა იყო ნუგეშინისსაცემელად მათა, და ესრეთ შევიდა მტილსა. ამისთჳს იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ესე თქუა იესუ“. რასა იტყჳ, ჵ ნეტარო? რამეთუ იგი ლოცვაჲ იყო, და რად არა სთქუ, ვითარმედ: დასცხრა რაჲ ლოცვისაგან, მივიდა მუნ? გარნა არა ლოცვაჲ იყო, არამედ სიტყუაჲ, რომელსა იქმოდა თავადი მოწაფე-თათჳს, და შევიდა მოწაფეთა თანა მტილსა. ესრეთ განაძლიერნა იგინი, რამეთუ არღარა ეშინოდა, ვითარცა პირველად, არამედ მტილადცა შევიდეს. ხოლო ვითარ მივიდა მუნ იუდა? ამისთჳს საცნაურ არს, ვი-თარმედ უფროჲსად უდაბნოთა იქცევინ, და უკუეთუმცა სახლსა შინა იყო, იუდამცა არა მოსრულ იყო მუნ. ხოლო არა, რაჲთა გესმეს რაჲ „მტილი“, ჰგონებდე, ვითარმედ იმალვოდა, ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: „იცოდა ადგილი იგი იუდაცა, რამეთუ მრავალგზის შევიდის მუნ მოწაფეთა მისთა თანა“. ხოლო მრავალგზის თჳსაგან იქცევინ მათ თანა უდაბნოთა შინა და ეტყჳნ მათ საიდუმლოთათჳს, რომელთაჲ არა ჯერარნ...
სახარებაჲ იოვანესი 18:2
1. ესე თქუა იესუ და გამოვიდა მოწფითურთ თჳსით წიაღ ჴევსა მას ნაძოვანსა, სადაცა-იგი იყო მტილი, რომელსა შევიდა თავადი და მოწაფენი მისნი.2. იცოდა იუდაცა, მიმცემელმან მისმან, ადგილი იგი, რამეთუ მრავალ-გზის შესრულ იყო მუნ იესუ მოწაფითურთ თჳსით.3. ხოლო იუდა წარიყვანა ერი და მღდელთ-მოძღუართა და ფარისეველთაგან მსახურნი და მოვიდა მუნ სანთლებითა და ლამპრებითა და საჭურველითა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 18