მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 18:21

20. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მე განცხადებულად ვეტყოდე სოფელსა და მე მარადის ვასწავებდ შესაკრებელსა და ტაძარსა შინა, სადა-იგი ყოვლადვე ჰურიანი შეკრბიან, ხოლო ფარულად არარას ვეტყოდე.21. რაჲსა მკითხავ მე? ჰკითხე მათ, რომელთა ესმოდა, რასა ვასწავებდ მათ. აჰა ამათ იციან, რასა-იგი ვეტყოდე მათ.22. და ვითარცა ესე თქუა იესუ, ერთმან მსახურთაგანმან მუნ მდგომარემან სცა ყურიმალსა იესუს და ჰრქუა: ესრეთ სიტყუას-უგება მღდელთ-მოძღუარსა?
სახარებაჲ იოვანესი თავი 18
21. რაჲსა მკითხავ მე? ჰკითხე მათ, რომელთა ესმოდა, რასა ვასწავებდ მათ. აჰა ამათ იციან, რასა-იგი ვეტყოდე მათ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე თქუა იესუ და განვიდა მოწაფეთა თჳსთა თანა წიაღ ჴევსა მას ნაძოვანსა, სადა-იგი იყო მტილი, და შევიდა თავადი და მოწაფენი მისნი“ (18,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: საშინელ არს სიკუდილი ფრიად, არამედ არა მათა არს საშინელ, რომელთა ესწავოს ზეცისა სიბრძნჱ; რამეთუ რომელმან არა იცოდის საქმჱ ზეცისაჲ, არამედ ოდენ განხრწნად და განმაქარვებელად შეერაცხოს სიკუდილი, მას სამართლად ეშინის, ვითარცა არაარსად მიმავალსა. ხოლო ჩუენ, რომელთა მადლითა ღმრთისაჲთა საიდუმლონი დაფარულნი სიბრძნისა მისისანი გჳსწავიან, არა ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ვძრწოდით მისგან, არამედ რაჲთა ვიხარებდეთ და მხიარულ ვიყვნეთ, რამეთუ დაუტევებთ განხრწნადსა ამას ცხორებასა და ფრიად უაღრესისა მიმართ და უმჯობესისა მივიცვალებით, რომელსაცა ქრისტე გუასწავებს საქმით, რამეთუ არა იძულებით, არამედ ნეფსით მივალს ვნებად.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე თქუა იესუ და განვიდა მოწაფეთა მისთა თანა წიაღ ჴევსა მას ნაძოვანსა, სადა-იგი იყო მტილი, რომელსა შევიდეს თავადი და მოწაფენი მისნი. იცოდა იუდაცა, მიმცემელმან მისმან, ადგილი იგი, რამეთუ მრავალგზის შევიდა მუნ მოწაფეთა მისთა თანა“ (18,1-2).

თ ა რ...

სრულად ნახვა
ჰომილია 18
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...უპასუხა: „ამისთჳს შობილ ვარ“ (). და კვლავ: „მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი“ (). „აჰა ამათ იციან, რასა-იგი ვეტყოდე მათ“ ()1. ამრიგად, ან ამის გამო ამბობს, ან იმიტომ, რომ როცა ჰკითხეს, იყო თუ არა ძე ღმრთისა, თქვა: „შენ სთქუ“ ()2. და კიდევ მრავალი სხვა დაამოწმა და აღიარა. „დამარხვად შენდა მცნებაჲ იგი უბიწოდ და უბრალოდ ვიდრე გამოჩინებადმდე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა“ (), ესე იგი, შენი აღსასრულამდე, გასვლამდე. მაგრამ ასე კი არ თქვა, არამედ თქვა: „ვიდრე გამოჩინებადმდე“ (

სრულად ნახვა