მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 18:30

29. გამოვიდა პილატე მათა გარე და ჰრქუა მათ: რასა შესმენასა მოიღებთ კაცისა ამისა ზედა?30. მიუგეს და ჰრქუეს მას: უკუეთუმცა არა ბოროტის-მოქმედი იყო, არამცა მიგეცით შენ ეგე.31. ჰრქუა მათ პილატე: მიიყვანეთ ეგე თქუენ და სჯულისა თქუენისაებრ განიკითხეთ ეგე. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ჩუენდა არავისი ჯერ-არს მოკლვაჲ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 18
30. მიუგეს და ჰრქუეს მას: უკუეთუმცა არა ბოროტის-მოქმედი იყო, არამცა მიგეცით შენ ეგე.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუმცა არა იყო ესე ბოროტისმოქმედი, არამცა მიგუეცა შენდაო“ (18,30).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ უგუნურებაჲ! და რად არა ამხილებთ ბოროტსა მას, არამედ ოდენ იტყჳთ, ვითარმედ ბოროტისმოქმედი არს, და საქმესა მას ბოროტსა ვერ შესწამებთ? ჰხედავა, რამეთუ ვერარას სადა ჰპოებდეს? ანა ჰკითხა სწავლისა მისისა და ვერარაჲ პოვა ბრალი, მიავლინა კაიაფაჲსა, და კაიაფა ვერარაჲვე პოვა, და მიიყვანა პილატესა; და პილატე ეტყჳს: „რასა შესმენასა მოიღებთ ამის კაცისათჳს?“ და ვერარას იტყჳან ჭეშმარიტსა. ამისთჳსცა ჰრქუა მათ პილატე:

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის