თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა ჭეშმარიტებასა, ვითარ ბრწყინვალე არს? რამეთუ მანცა ცნა, ვითარმედ ამაოდ შეასმენდეს. ამისთჳს ჰკითხვიდა, რამეთუ ბოროტად უჩნდა, უკუეთუმცა საშჯელი მათი საჯეს და ტანჯვაჲმცა მას მისცეს. ხოლო ისმინენ სიტყუანიცა მათნი:
სახარებაჲ იოვანესი 18:29
28. და მოიყვანეს იესუ კაიაფაჲსით ტაძრად. და იყო განთიად. და იგინი არა შევიდეს ტაძრად, რაჲთა არა შეიგინნენ, არამედ რაჲთა ჭამონ პასექი.29. გამოვიდა პილატე მათა გარე და ჰრქუა მათ: რასა შესმენასა მოიღებთ კაცისა ამისა ზედა?30. მიუგეს და ჰრქუეს მას: უკუეთუმცა არა ბოროტის-მოქმედი იყო, არამცა მიგეცით შენ ეგე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 18