მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 18:34

33. კუალად უკუე შევიდა პილატე ტაძრად და შეხადა იესუს და ჰრქუა მას: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ?34. ჰრქუა მას იესუ: შენ თავით თჳსით იტყჳ მაგას, ანუ სხუათა გითხრეს ჩემთჳს?35. მიუგო პილატე და ჰრქუა მას: ნუუკუე მე ჰურიაჲ ვარა? ნათესავთა შენთა და მღდელთ-მოძღუართა მოუცემიხარ შენ ჩემდა. რაჲ გიქმნიეს?
სახარებაჲ იოვანესი თავი 18
34. ჰრქუა მას იესუ: შენ თავით თჳსით იტყჳ მაგას, ანუ სხუათა გითხრეს ჩემთჳს?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? ჰრქუა მას იესუ: შენ თავით თჳსით იტყჳა, ანუ სხუათა გითხრეს ჩემთჳს?“ (18,33-34).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს ჰკითხა ესე უფალმან? გარნა რაჲთა უკეთური იგი ჰურიათა გონებაჲ გამოაცხადოს. რამეთუ ასმიოდა ესე პილატეს მრავალთა მიერ, და ვინაჲთგან არარაჲ აქუნდა მას ჟამსა, რაჲმცა ჰრქუეს მას ჰურიათა, რაჲთა არა ფრიად იყოს გამოძიებაჲ, ამისთჳს რომელი მარადის ესმოდა, იგი შემოიღო შორის. და ვინაჲთგან მათ ჰრქუა, ვითარმედ: „საჯეთ შჯულისაებრ თქუენისა“, მათ ჰრქუეს: „არა ჯერ-არს ჩუენდა“, რაჲთამცა უჩუენეს, ვითარმედ არა ჰურიაებრი არს ცთომაჲ, არამედ ყოველთა ზედა. და ამისთჳს ჰკითხა პილატე, ვითარმედ: „შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ?“ და არა თუ ქრისტე უმეცარ იყო, ვითარმედ თავით თჳსით იტყჳს, ანუ სხუათა უთხრეს, არამედ ენება, რაჲთამცა მანცა ცნა ჰურიათა საქმჱ, და ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „სხუათა გითხრესა?“ რომლისათჳსცა პილატე თქუა:

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის