თ ა რ გ მ ა ნ ი: ენება, რაჲთამცა უბრალოდ გამოაჩინა თავი თჳსი. ხოლო ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ?“ ამისთჳს ამხილებდა მას იესუ და ეტყოდა, ვითარმედ: ესე გესმაა ჰურიათაგან? რაჲსათჳს უკუე არა იქმ კეთილსა საშჯელსა გამოწულილვით? რამეთუ თქუეს მათ, ვითარმედ: ბოროტისმოქმედი არს. ჰკითხე, თუ რაჲ ბოროტი მიქმნიეს? გარნა ამას არა იქმ, არამედ ამაოდ მიზეზთა ჰკრებ. „თავით შენით იტყჳა ამას, ანუ სხუათა გითხრეს?“ რამეთუ მას ვერ ეძლო თქუმად, თუ: აწ მითხრეს, არამედ ოდენ შეუდგა ზრახვასა მას ერისასა, რომელი ასმიოდა პირველ, ვითარმედ: „მომცესო ჴელთა ჩემთა. რაჲ გიქმნიეს?“ ხოლო უფალმან ჰრქუა:
სახარებაჲ იოვანესი 18:35
34. ჰრქუა მას იესუ: შენ თავით თჳსით იტყჳ მაგას, ანუ სხუათა გითხრეს ჩემთჳს?35. მიუგო პილატე და ჰრქუა მას: ნუუკუე მე ჰურიაჲ ვარა? ნათესავთა შენთა და მღდელთ-მოძღუართა მოუცემიხარ შენ ჩემდა. რაჲ გიქმნიეს?36. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს. უკუეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაჲ ჩემი, მსახურნიმცა ჩემნი იღუწიდეს ჩემთჳს, რაჲთა არამცა მივეცი ჰურიათა. ხოლო აწ მეუფებაჲ ჩემი არა არს ამიერ სოფლით.
სახარებაჲ იოვანესი თავი 18