თ ა რ გ მ ა ნ ი: ვიდრე უკუანაჲსკნელად ჟამადმდე აჩუენა მათ ზედა კაცთმოყუარებაჲ თჳსი, რამეთუ „უკუეთუ მე მეძიებთო“, მე მიგცემ თავსა ჩემსა, და ესენი დაუტევენით.
სახარებაჲ იოვანესი 18:8
7. მერმე კუალად ჰკითხა მათ: ვის ეძიებთ? და მათ ჰრქუეს მას: იესუს ნაზარეველსა.8. ჰრქუა მათ იესუ: გარქუ თქუენ, ვითარმედ: მე ვარ. უკუეთუ მე მეძიებთ, უტევენით ესენი, წარვიდენ.9. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა, ვითარმედ: რომელნი მომცენ მე, არა წარვწყმიდე მათგანი არცა ერთი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 18