მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 2:16

15. და შექმნა შოლტი საბლისაჲ და ყოველი იგი გამოასხა ტაძრით: ზროხაჲ და ცხოვარი; და კერმის-მსყიდველთა მათ დაუთხია კერმაჲ და ტაბლები იგი დაუმჴუა.16. და ტრედის-მოფარდულთა მათ ჰრქუა: აღიღეთ ესე ამიერ და ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო.17. და მოეჴსენა მოწაფეთა მისთა, რამეთუ წერილ არს: შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 2
16. და ტრედის-მოფარდულთა მათ ჰრქუა: აღიღეთ ესე ამიერ და ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე ქმნა დასაბამად სასწაულთა იესუ კანას გალილეაჲსასა“ (2,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიად ისწრაფის ეშმაკი მარადის წარწყმედად ჩუენდა. ამისთჳს ფრიადი მოსწრაფებაჲ გჳჴმს, რაჲთა არა პოვოს ჩუენ თანა ყოვლადვე ადგილი, რაჲთა არა მცირედ-მცირედ ყოველივე ძალი თჳსი ჩუენ შორის დაამკჳდროს; რამეთუ ბოროტ არს და უგუნურება, უკუეთუ იგი ესრეთ ისწრაფდეს წარწყმედად ჩუენდა, და ჩუენ არა ვიღუწიდეთ ცხორებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა. ხოლო ესე სიტყუანი ამისთჳს ვთქუენი, რამეთუ მეშინის, ნუუკუე შორის სამწყსოსა აღიტაცოს მგელმან ცხოვარი და წარიღოს უდბებითა ჩუენითა, რამეთუ უხილავ არს წყლულებაჲ სულისაჲ, და არავინ იცის კაცისაჲ, გარნა სულმან მისმან. და ამისთჳს სიტყუაჲ ჩემი ყოველთა მიმართ არს, ხოლო თითოეულმან, ვითარცა ენებოს, მიიღენ. რამეთუ მე არა უწყი, რომელი არს სნეულ, ანუ რომელი არს მრთელ, ამისთჳს ვიტყჳ მრავალსახეთა სიტყუათა: ოდესმე ანგაჰრებისათჳს, და კუალად ნაყროვანებისათჳს, და მერმე სიძვისათჳს, და კუალად მოწყალებისათჳს, რაჲთა ესრეთ თითოეულმან, რომელიცა ენებოს წამალი, მიიღოს, რამეთუ მეშინის, ნუუკუე ერთისა რაჲსმე ვნებისა კურნებასა ვიქმოდი მარადის, და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ კუალად ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული“ (27,50).:

...ოკუდა და ჴმამან მისმან კრეტსაბმელი იგი განაპო და ქუეყანაჲ შეძრა და საფლავნი აღახუნა და მკუდარნი აღადგინნა.

ხოლო განპებაჲ იგი კრეტსაბმელისაჲ რაჲსათჳს იქმნა? არა თუ ტაძარი იგი შეურაცხ-ყო, რამეთუ თავადი იტყოდა: „ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო“, არამედ იგინი უღირსად გამოაჩინნა მას შინა ყოფისა. ამისთჳს განპებითა მით კრეტსაბმელისაჲთა მოასწავა სრულიადი იგი მოოჴრებაჲ მისი და უაღრესისა მიმართ შეცვალებაჲ საქმეთაჲ.

ეჰა საკჳრველი! ელისეს ზე მკუდარი ერთი შეეხო ძუალთა მისთა და აღდგა, და ყოველთა უკჳრდა. და აწ ჯუარსა ზედა დამოკიდებულმან ჴმი-თა თჳსითა ურიცხუნი მკუდარნი აღადგინნა არა ესრეთ ლიტონად, არამედ „ქუეყანაჲ შეიძრა, და კლდენი განსთქდეს“ (27,51), რაჲთამცა გულისჴმაყვეს ბრმათა მათ, ვითარმედ ჴელ-ეწიფებოდა მათიცა დადნობაჲ და წარწყმედაჲ. რომელმან კლდენი განაპნა და ქუეყანაჲ შეარყია და მზე დააბნელა, არამცა იგინი უადვილესად მოსწყჳდნაა, უკუეთუმცა ენება? გარნა არა ინება მათი განლევაჲ, არამედ ნივთთა მათ ზედა უსულოთა აჩუენა რისხვაჲ თჳსი, რაჲთა იგინი შეშინდენ და მოიქცენ. არამედ არა ინებეს შეგონებად.

რამეთუ ესრეთ არს შური. არა იცის უმჯობესისა გულისჴმის-ყოფაჲ, ვითარ-იგი მათ შეემთხჳა. და ამ...

სრულად ნახვა