მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 2:7

6. იყვნეს მუნ სარწყულნი ქვისანი ექუსნი, მდგომარენი, მსგავსად განწმენდისა მის ჰურიათაჲსა. რომელთა შთაისხიან საწყაული ორ-ორი გინა სამ-სამი.7. და ჰრქუა მათ იესუ: აღავსენით სარწყულნი ეგე წყლითა! და მათ აღავსნეს იგინი პირისპირ.8. და ჰრქუა მათ: აღმოავსეთ აწ და მოართჳთ პურისა უფალსა! ხოლო მათ მოართუეს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 2
7. და ჰრქუა მათ იესუ: აღავსენით სარწყულნი ეგე წყლითა! და მათ აღავსნეს იგინი პირისპირ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყვნეს მუნ ქვისა სარწყულნი ექუსნი, მსგავსად განწმედისა მის ჰურიათაჲსა, რომელთა შთაასხიან საწყაული ორ-ორი გინა სამ-სამი. და ჰრქუა მათ იესუ: აღავსენით სარწყულნი ეგე წყლითა! და აღავსნეს იგინი პირისპირ“ (2,6-7).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თუ ცუდად თქუა, ვითარმედ: „მსგავსად განწმედისა მის ჰურიათაჲსა“, არამედ რაჲთა ვერვინ თქუას, თუ: საღჳნენი სამე იყვნეს სარწყულნი იგი, და თხლჱ დაშთომილ იყო. და შე-რაჲ-ვიდა წყალი თხლესა მას, აღერია და იქმნა ღჳნო. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „მსგავსად განწმედისა მის“, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არაოდეს ყოფილ იყო მათ შორის ღჳნოჲ, არამედ აქუნდა იგი მუნ სავსებით წყლი-თა განწმედისათჳს მათისა. ხოლო რად არა ქმნა სასწაული იგი პირველ აღვსებისა მათისა წყლითა, რომელ-იგი უფროჲსად საკჳრველ იყო? რამეთუ სხუაჲ არს ნივთისა ერთისაჲ სხუად ნივთად შეცვალებაჲ, და კუალად სხუაჲ არს ყოვლადვე არაარსისა არსად მოყვანებაჲ. არამედ დაღაცათუ უსაკჳრველჱს იყო საქმჱ იგი, გარნა მრავალთამცა უცნებად შეერაცხა საქმჱ იგი, ამისთჳს მსახურთა უბრძანა აღვსებაჲ, რაჲთა იგინი თჳთ მოწამე იყვნენ, ვითარმედ წყალი იყო მუნ შთასხმული იგი, და კუალად, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ იგივე არს, რომელი ვაზსა შინა წყალსა ღჳნოდ გარდასცვალებს და წჳმისაგან მოსრულსა მას ნივთსა შესცვალებს ღჳნოდ. ამისთჳს ესე ქმნა, რამეთუ რაჲ-იგი მუნ მრავალ ჟამ იქმნების, ქორწილსა მას მეყსა შინა ქმნა იგი.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“ (5,17).:

...დ შექმნნა იგინი“. კუალად საქმით აჩუენა, ვითარმედ იგი არს დამბადებელი სოფლისაჲ და ყოვლისაჲვე, რაჲ არს მას შინა, რაჟამს ბრძანებითა წამის-ყოფისაჲთა თევზი დიდძალი შეაწყუდია ბადეთა პეტრესთა; და წყალი ღჳნოდ გარდააქცია; და ხუთითა პურითა ესოდენი იგი ერი გამოზარდა; და ზღუასა და ქართა შეჰრისხნა, და დადუმნეს; და მნათობნი შეძრწუნდეს ჯუარ-ცუმასა მისსა და ნათელი თჳსი დაიფარეს, კუალად უბრძანა, და გამობრწყინდეს. და სხჳთა მრავლითა საქმითა გამოაჩინა, ვითარმედ იგი არს დამბადებელი ყოვლისაჲვე. ხოლო სიტყჳთ ესრეთ განცხადებულად თავადმან არასადა თქუა, ხოლო მოწაფენი ზედაჲსზედა ქადაგებენ და იტყჳან, იოვანე და პეტრე და პავლე. ესე ამისთჳს, რამეთუ ვერ ეძლო ჰურიათა სმენად მაღალთა მათ სიტყუათა. რამეთუ უკუეთუ მოწაფეთა, რომელთა დღითი-დღე ესმოდეს სიტყუანი მისნი და სასწაულთა მისთა ხედვიდეს და ყოველივე უარ-ყვეს სიყუარულისათჳს მისისა, უკუეთუ მათ ვერ ეძლო ყოვლისავე ტჳრთვად პირველ მოსლვისა სულისა წმიდისა, ვითარმცა უძლეს ჰუ...

სრულად ნახვა