მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 20:17

16. ჰრქუა მას იესუ: მარიამ! მიიხილა მან გარეთ და ჰრქუა ებრაელებრ: რაბბუნი! რომელსა ჰრქჳან მოძღუარ, და მირბიოდა შემთხუევად მისა.17. რქუა მას იესუ: ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა.18. მოვიდა მარიამ მაგდალენელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი და ესრეთ ჰრქუა მას.
სახარებაჲ იოვანესი თავი 20
17. რქუა მას იესუ: ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წარვედ და არქუ ძმათა ჩემთა: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა“ (20,17).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: არა ეგულებოდა მეყსა შინა აღსლვაჲ, არამედ შემდგომად ორმეოცისა დღისა, და რად ჰრქუა აწ? არამედ ენება, რაჲ-თამცა მას დაარწმუნა, ვითარმედ ზეცად აღვალს. ხოლო სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა“, ესე ბუნებისა მის კაცობრივისა მისისაჲ არს, და აღსლვაჲ ზეცად ჴორცთა ბუნებისათჳს არს, რამეთუ მისა მიმართ იყვნეს სიტყუანი ესე, რომელ ვერარას მაღალსა საქმესა გულისხმა-ჰყოფდა, ხოლო სხუაებრ არს მისი მამაჲ და სხუაებრ - ჩუენი. რამეთუ უკუეთუ ღმერთი მართალთა კაცთაჲ სხუაებრ ღმერთი არს და სხუათა კაცთაჲ - სხუაებრ, მაშა ვითარ არა უფროჲსად ძისაჲ და ჩუენი? რამეთუ მისი ბუნებით არს მამაჲ, ხოლო ჩუენი - დამბადებელობისა მადლითა, და კუალად ჩუენი ბუნებით არს ღმერთი, ხოლო მისი - განგებულებითა მით ჴორცთა ბუნებისაჲთა. და ჴორცთა ბუნებითაცა არა ვითარცა ჩუენი არს მამაჲ, ეგრეთვე მისი, ვითარცა-იგი არა სწორად არს მართალთაჲ და სხუათა კაცთაჲ, რამეთუ დაღაცათუ ბუნებითა ჴორცთაჲთა ძმად ჩუენდა იქმნა, არამედ ფრიადი განყოფილებაჲ იყო, რამეთუ მას ეგულებოდა ჯდომაჲ საყდართა მათ მამულთა, ხოლო მათ - წინაშე მისა დგომაჲ.

თავი ზ̂. შეწევნისათჳს შეცოდებულისა ძმისა ლოცვისა მიერ და ცოდვისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ვიცით, რამეთუ ძე ღმრთისაჲ მოვიდა და მომცა ჩუენ ცნობაჲ, რაჲთა ვიცოდით ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი. და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესუ ქრისტესსა. ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი და ცხორებაჲ საუკუნოჲ (5,20).:

...1 კორ. 2:16), რამეთუ მან თავადმან მოსლვითა თჳსითა მოგუცა ჩუენ ცნობაჲ ღმრთისა მამისაჲ, და ვიცანთ რაჲ მამაჲ ძისა მიერ, შევირაცხენით ჩუენ მადლით, რაჲ იგი არს ბუნებით; და მადლითა მით შვილებისაჲთა ვიწოდენით ძმა ბუნებით ძისა ღმრთისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელმან თქუა: "წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ" (). ესრეთ უკუე ძისა მიერ მოგუეცა ჭეშმარიტი ცნობაჲ ღმრთისა მამისაჲ და მამისა მიერ მონიჭებითა სულისა წმიდისაჲთა მოვიგეთ განუშორებელობაჲ ძისა მისისაჲ, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელ-იგი არს ცხორებაჲ საუკუნოჲ და ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა.

მოციქულისაჲ: შვილნო, დაიცვენით თავნი თჳსნი კერპთაგან. ამინ (5,21).

თარგმანი: საკჳრველ არს, ვითარ ყოველსა ეპისტოლესა შინა სისრულესა წამებს მეცნიერებისა მათისასა, რომელთა მიმართ მისწერს. ხოლო აწ დასასრულსა ამცნებს კრძალვად კერპთაგან. ცხად არს, ვითარმედ სიმრავლესა შინა ეკლესიისა შვილთასა ვერ ეგების ყოველთაჲ სრულ ყოფაჲ. ამისთჳს უსრულთა მიმართ და აწღა წარმართობისაგან მოქცეულთა იტყჳს, რაჲთა დაიცვნენ თავნი თჳსნი კერპთაგან, და არცა ერთსა რას ჩუეულებასა ჰყოფდენ უსულოთა მათ და ყრუთა პატივისასა, არამედ ჩუენდაცა ყოველთა საჴმარ არს სწავლაჲ ესე, რაჲთა დავიცვნეთ თავნი თჳსნი კერპებისაგან ვნე...

სრულად ნახვა