თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ, რომელი-იგი იტყოდა, ვითარმედ: „არა ღირს ვარ საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“, აწ მეგობრად მისა უწესს თავსა თჳსსა? არამედ არა თუ აწ აღამაღლებს თავსა თჳსსა, - ნუ იყოფინ! - არამედ გამოაჩინებს სახელითა ამით მეგობრებისაჲთა, ვითარმედ არა მწუხარე არს საქმესა ამას ზედა, არამედ ფრიად მხიარულ და წადიერ არს. და ფრიად ისწრაფდა იგი, რაჲთამცა ესე საქმჱ ესრეთ იქმნა, და ესე ყოველი სახელითა მით მეგობრებისაჲთა გამოაჩინა, რამეთუ არა ესრეთ იხარებენ მსახურნი სიძისანი, ვითარ მეგობარნი იხარებენ. და კუალად არა დაბრკოლებისათჳს მოწაფეთა თჳსთაჲსა თქუა ესრეთ და არა თუ შეასწორებდა მის თანა თავსა თჳსსა, არამედ, ერთად, მოწაფეთა თჳსთათჳს, და კუალად, რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ მწუხარე არს იგი ამის საქმისათჳს. ამისთჳს მეგობრად უწოდა თავსა თჳსსა, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ არა თუ ოდენ არა მწუხარე არს, არამედ ფრიადცა უხარის, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: მე ამისთჳს მოვედ, რაჲთამცა ესრეთ იქმნა, და ფრიადმცა მწუხარე ვიყავ, უკუეთუმცა არა ესრე ქმნილ იყო; უკუეთუმცა არა შერთულ იყო სძალი იგი სიძისადა, მაშინმცა ვიგლოვდ, არამედ აწ ვიხარებ, რამეთუ რაჲ-იგი მინდა,...
სახარებაჲ იოვანესი 3:29
...არარაჲ არს მათ შინა მწუხარებისა და მჭუნვარებისა სახე, არამედ ყოვლითურთ სავსე არს სიხარულითა სულიერითა. ამისთჳს იოვანე სიძედ სახელ-სდებს უფალსა და ეკლესიასა სძლად: „რომელსა აქუს სძალი, სიძე არსო; ხოლო მეგობარი სიძისაჲ რომელი დგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ჴმითა სიძისაჲთა. ესე სიხარული ჩემი აღსრულებულ არს“. და პავლე იტყჳს: „მიგათხოენ თქუენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა“. რამეთუ ვითარცა-იგი ოდეს სიტკბოებასა მცნებათა და განკითხვათა უფლისათა ენებოს წერილ-თა გამოსახვად, თაფლსა მოიღებენ სახედ, რამეთუ უტკბილეს სოფელსა შინა არაჲ იპოების; კუალად, ოდეს შუენიერებასა და პატიოსნებასა მათსა იტყოდის, ოქროსა და ანთრაკსა ანუ მარგალიტსა მოიღებს; ოდეს ბრწყინვალებასა იტყოდის, მზესა გჳჩუენებს. არა თუ ესე სახენი მიემსგავსებიან საღმრთოთა მათ საქმეთა, არამედ უაღრესსა ვერარას ჰპოებს სახედ ენაჲ კაცობრივი. ეგრეთვე, რაჲთამცა სახარულევანებაჲ და განგებულებაჲ გულისჴმა-გჳყო ამის საქმისაჲ, ქორწილად სახელ-სდვა და სიძედ თქუა და სძლად, ვითარცა პავლე იტყჳს: „საიდუმლოჲ ესე დიდ არსო, ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისათჳს“.
ხოლო უკუეთუ...
...გო: „ჴელმე-ეწიფებისა ძეთა სიძისათა მარხვად და გლოად, ვიდრემდის მათ თანა არს სიძე?“ ამათ სიტყუათა მიერ აღუჴსენა მათ სიტყუაჲ იგი იოვანესი, ვითარ ეტყოდა მათ, ვითარმედ: „რომელსა აქუს სძალი, სიძე არს, ხოლო მეგობარი სიძისაჲ რომელი დგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ჴმითა სიძისაჲთა. ესე სიხარული ჩემი აღსრულებულ არს“.
და კუალად ამასცა გულისჴმა-უყოფდა, ვითარმედ სიხარულისაჲ არს ჟამი ესე და მხიარულებისაჲ: რაჲსათჳს უკუე იგლოვდენ, რომელნი-ესე ღირს იქმნეს შეწყნარებად სიტყჳსა ჩემისა და იქმნეს შვილ ჩემდა? რაჲსათჳს აიძულებთ გლოად, რამეთუ მარხვაჲ გლოჲსა სახე არს, არა ბუნებით, არამედ უძლურებისათჳს ბუნებისა მოწაფეთაჲსა. არამედ არა უჴმს მათ აწ მარხვაჲ, რამეთუ არა არს ჟამი ამის საქმისაჲ.
„მოვლენ დღენი, რაჟამს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, და მაშინ იმარხვიდენ“. ამით სიტყჳთა გულისჴმა-უყო, ვითარმედ არა ნაყროვანებისათჳს ჭამდეს, არამედ განგებულებითა საკჳრველითა და ბუნებისა უაღრესითა, და ვნებისა თჳსისათჳსცა მოასწავა. და ვითარცა-იგი ზემო, აბრალობდეს რაჲ მეზუერეთა ცოდვილთა თანა ჭამისათჳს, და არწმუნა, ვითარმედ უფროჲსად ღირს ქებისა იყო საქმე იგი, ეგრეთვე აქა, ენება რაჲ უგუნურთა მათ მხილებად, ვითარმედ არა კეთილად უმოძღურის მოწაფეთა თჳსთა, ამხილა, ვითარმედ უფროჲსად მათ...