თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: რომლისაგან-ეგე თქუენ გეშინის, არა აწ ოდენ არს, არამედ შემდგომად მცირედისა ფრიად უმეტესად ყოფად არს, არამედ ამას ყოველსა ზედა მე მიხარის, რამეთუ მისი დიდებაჲ ჩემი სიხარული არს. ჰხედავა, ვითარ მცირედ-მცირედ სიბრძნით ვნებაჲ შურისა მათისაჲ დაჰჴსნა და უჩუენა, ვითარმედ შეუძლებელთა საქმეთა ჴელ-ჰყოფენ? ამისთჳს განგებულებით მისსავე სიცოცხლესა იქმნა ესე, რაჲთა მან თჳთ უთხრას მათ დიდებაჲ უფლისაჲ, და უკუეთუ არა ჰრწმენეს, არღარა აქუნდეს სიტყუაჲ, რამეთუ მათ თჳთ ჰკითხეს მას და ესმა მისგან ყოველი იგი. და უკუეთუმცა არა ჰრწმენა, არღარა აქუნდა სიტყუაჲ, ვითარცა-იგი ჰურიათა, რომელთა მიავლინნეს მისა, და მერმე არა ჰრწმენა სიტყუაჲ მისი და გამოაჴუნეს თავნი თჳსნი ყოვლისაგან სიტყჳსა.
სახარებაჲ იოვანესი 3:30
...ქორწილსა ამას“. და არავე ერჩდეს უბადრუკნი იგი.
პირველად უწოდნა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ, მერმე - იოვანეს მიერ, რამეთუ იგი ყოველთა მისა მიავლენდა და იტყოდა: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“; და „მისა ჯერარსო აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად“.
მერმე კუალად უწოდა თავადმან ძემან ღმრთისამან, რამეთუ ეტყოდა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“. და კუალად იტყჳს: „რომელსა სწყურის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ“. ხოლო ვინაჲთგან ჯუარს-აცუეს იგი, ამისაცა შემდგომად უწოდა პირითა პეტრესითა და სხუათა მათ მოციქულთაჲთა. და რაოდენცა იგი სულგრძელ ექმნა, იგინი უმეტესად განფიცხნეს. და არა თუ ხოლო მოსლვად უდებ იქმნეს და ცუდნი საქმენი იმიზეზნეს, არამედ მჩინებელნიცა იგი მონანი მისნი აგინნეს და მოსწყჳდნეს.
ესე პირველისა მის იგავისა უძჳრეს იყო. მუნ იტყჳს, ვითარმედ: მოვიდეს მონანი იგი ვენაჴისა უფლისანი და ნაყოფთა ეძიებდეს, ამისთჳს მოიკლნეს. ხოლო ესენი წოდებად მოვიდეს ქორწილსა და სიხარულსა და შენდობაჲ აღუთქუეს მოკლვისა მისისაჲ და შეყვანებაჲ უქადეს სასუფეველსა. რაჲ...