მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 3:9

8. სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ, და ჴმაჲ მისი გესმის, არამედ არა იცი, ვინაჲ მოვალს და ვიდრე ვალს. ესრეთ არს ყოველი შობილი სულისაგან.9. მიუგო ნიკოდიმოს და ჰრქუა მას: ვითარ შესაძლებელ არს ყოფად ესე?10. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: შენ ხარ მოძღუარი ისრაჱლისაჲ და ესე არა იცია?
სახარებაჲ იოვანესი თავი 3
9. მიუგო ნიკოდიმოს და ჰრქუა მას: ვითარ შესაძლებელ არს ყოფად ესე?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარ შესაძლებელ არს ესე ყოფად? ჰრქუა მას იესუ: შენ ხარ მოძღუარი ისრაჱლისაჲ და ესე არა უწყია?“ (3,9-10).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: არასადა აბრალა მას უკეთურებისათჳს, არამედ უფროჲს უგულისხმოებისათჳს. ხოლო რაჲ ზიარებაჲ აქუნდა ამას შობასა ჰურიათასა თანა, რაჲთამცა მისგან ესე ცნა? გარნა ფრიადი აქუნდა ზიარებაჲ, რამეთუ პირველდაბადებული კაცი, და კუალად გუერდისაგან მისისა შექმნული, და შობაჲ იგი ბერწთაჲ, და საქმენი იგი ყოველნი, რომელნი წყალთა მათ ზედა აღესრულნეს, წყალსა მას ზედა, რომლისაგან ელისე რკინაჲ აღმოიღო, და კუალად ზღუაჲ მეწამული, რომელი განვლეს ჰურიათა, და ემბაზი იგი, რომელსა ანგელოზი აღსძრვიდა, და ასურისა ნემანის საქმჱ, რომელი იორდანეს განწმდა, - და ესე ყოველნი ნათლის-ღებისა სახესა მოასწავებდეს. და კუალად მრავალი თქუეს ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელთა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ერსა მას შობადსა, რომელ ქმნა უფალმან“; და ვითარმედ: „განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკჱ შენი“; და: „ნათელ-იღე, ნათელ-იღე, იერუსალჱმ!“ და: „ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უშჯულოებანი“.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: რომელი სუამს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალად. ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არა სწყუროდის უკუნისამდე, და წყალი, რომელი მე მივსცე მას, ექმნეს მას შინა წყარო წყლის, რომელი ვიდოდის ცხორებად საუკუნოდ“ (4,13-14).:

...ფრიად უგულისხმისმყოფელეს გამოჩნდა ნიკოდემოსისა, და არა უგულისხმისმყოფელეს ოდენ, არამედ უმჴნესცა, რამეთუ მას ბევრეული ესევითარი ესმა და არავის უქადაგა, არცა კადნიერ იქმნა, ხოლო ამან საქმჱ სამოციქულოჲ ქმნა, რამეთუ ქალაქი სრული მოაქცია უფლისა და ყოველთა უქადაგა. და კუალად ნიკოდემოსს შეუძლებელად უჩნდა საქმჱ იგი, და სახჱცა იგი ქარისაჲ მოართუა უფალმან, და ვერვე შეიწყნარებდა სიტყუასა მას, ხოლო დედაკაცსა მას პირველ უკჳრდა, და ჰრქუა რაჲ უფალმან არა სახითა და მრავალღონეობით, არამედ ოდენ განჩინებით, ვითარმედ: „არა სწყუროდის უკუნისამდე, რომელმან ჩემმიერი წყალი მიიღოს“, მეყსეულად ჰრწმენა და ჰრქუა მას:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უფალო, მეც მე წყალი ეგე, რაჲთა არა მწყუროდის და არცაღა მოვიდე აქა ვსებად“ (4,15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველ, ესმა რაჲ „წყალი ცხოველი“, ხილულსა წყალსა ჰგონებდა, ხოლო ისწავა რაჲ, ვითარმედ სულიერ არს წყალი იგი, ჰრწმენა, ვითარმედ ძალ-უც მას დაყენებად წყურილსა, გარნა თუ რაჲ არს, არა იცოდა; ესე გულისხმა-ყო, ვითარმედ უზეშთაეს არს ხილულთა ამათ, გარნა თუ რაჲ არს ჭეშმარიტებით, არა უწყოდა, არამედ ესე ცნა, ვითარმედ უზეშთაეს იაკობისა არს, და იწყო წყლისა მის თხოვად. ესე არს სული და გონებაჲ კეთილი, რამეთუ არცა ამაოდ შეიწყნარა სიტყუაჲ იგი,...

სრულად ნახვა