თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი თუალთა ოქროჲსა გამოსაღებელთა ეძიებდეს და იყოს ჴელოვნებისა მის გამოუცდელ, სარგებელი არარაჲ პოვოს, ვერცა ოქროჲ გამოიღოს, არამედ ცუდი ოდენ შრომაჲ თავს-იდვას. ეგრეთვე რომელთა არა იცოდიან წესი წმიდათა წერილთაჲ და ჩუეულებაჲ და ძალსა მათსა ეძიებდენ, იგინი ოქროსა მიწასა შინა აღჰრევენ, და არაოდეს პოვონ მათ შინა მყოფი იგი საუნჯჱ უცბებითა. ხოლო ესე ამისთჳს ვთქუ, რამეთუ წინამდებარესა ამას სიტყუასა შინა ოქროჲ ფრიადი არს, გარნა არა საჩინოჲ, არამედ დაფარული; ამისთჳს გჳჴმს, რაჲთა ვიღუაწოთ, ვიდრემდის ვპოვოთ. რამეთუ ვინ არამცა განკჳრდა, რომელსა ესმოდის ქრისტჱსი, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ“? და იგი ჩანს მრავალთა ადგილთა, ვითარმედ წამებს თავისა თჳსისათჳს: რამეთუ სამარიტელსა მას ჰრქუა: „მე ვარ ქრისტე“; და ბრმასა მას ჰრქუა, ვითარმედ: „რომელი იტყჳს შენ თანა, იგი არს“; და ჰურიათა ჰრქუა: ვითარ იტყჳთ, თუ: „გმობს, რამეთუ ვთქუ, თუ: ძჱ ღმრთისაჲ ვარი მე“? <span...
სახარებაჲ იოვანესი 5:32
...ჱსი და ამისთჳს მოივლინა იგი ღმრთისა მიერ, რამეთუ ესე ბოროტი გმობაჲ არს. და უკუეთუ ვინ იტყოდის: და ვითარ იტყჳს მახარებელი: „რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მის მიერო“? და თავადი იტყჳს უფალი, ვითარმედ: „არს სხუაჲ, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“, და იოვანეს მოასწავებდა. გარნა გულისხმა-ყავთ სიტყუაჲ ესე, რამეთუ უფალი ოდესმე იტყოდა, ვითარმედ: „წამებასა კაცთა მიერ არა მოვიღებ“, და კუალად ოდესმე იტყოდა, ვითარმედ: „სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს“. და რაჲთა არა თქუან უგულისხმოთა, ვითარმედ თჳსთა სიტყუათა წინააღუდგების, ამისთჳს მეყსეულად განკურნა იჭჳ იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „ამას ვიტყჳ თქუენთჳს, რაჲთა თქუენ სცხოვნდეთ“, ვითარმცა იტყოდა, ვი-თარმედ: ვინაჲთგან ღმერთი ვარ და ძჱ ღმრთისაჲ და უხრწნელისა მის ბუნებისა თანაარსი, არავისგან მეჴმარების წამებაჲ. დაღაცათუ არავინ წამებდეს ჩემთჳს, არავე დამაკლდების არსებასა ჩემსა. ხოლო ვინაჲთგან ცხორებასა მრავალთასა ვეძიებ, ამისთჳს ამას სიმდაბლესა მოვედ, ვიდრეღა კაცთა მივეც ჩემთჳს წამებაჲ. რამეთუ უძლურებისა მისთჳს ჰურიათაჲსა და უბადრუკებისა მათისა იქმნა ესე ყოველი, რაჲთა ადვილად ჰრწმენეს, არამედ...