მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 5:36

35. იგი იყო სანთელი აღნთებული და საჩინოჲ, ხოლო თქუენ ინებეთ ჟამ ერთ სიხარული ნათელსა მისსა.36. ხოლო მე მაქუს წამებაჲ უფროჲს იოვანესსა, რამეთუ საქმენი, რომელნი მომცნა მე მამამან, რაჲთა აღვასრულნე იგინი, ესევე საქმენი წამებენ ჩემთჳს, რომელთა მე ვიქმ, რამეთუ მამამან მომავლინა მე.37. და რომელმან მომავლინა მე, მამამან, მან წამა ჩემთჳს. თქუენ არცა ჴმაჲ მისი გესმა სადამე, არცა ხატი მისი იხილეთ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5
36. ხოლო მე მაქუს წამებაჲ უფროჲს იოვანესსა, რამეთუ საქმენი, რომელნი მომცნა მე მამამან, რაჲთა აღვასრულნე იგინი, ესევე საქმენი წამებენ ჩემთჳს, რომელთა მე ვიქმ, რამეთუ მამამან მომავლინა მე.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მე მაქუს წამებაჲ უფროჲს იოვანესა“ (5,36).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუმცა გენება, რაჲ-თამცა ჭეშმარიტებისაებრ საქმეთაჲსა შეიწყნარებდით სარწმუნოებასა, მემცა საქმეთა მიერ სარწმუნო-გყვენ თქუენ. ვინაჲთგან უკუე არა ესრეთ გნებავს თქუენ, ამისთჳს იოვანეს მიმართ მიგიყვანებ. არა თუ მისი წამებაჲ მეჴმარების, არამედ ყოველსავე ღონესა ვიქმ, რაჲთამცა თქუენ სცხოვნდით. და მაქუს წამებაჲ უზეშთაესი იოვანესა საქმეთა ჩემთა მიერ, არამედ მე ესე მნებავს, რაჲთა რომლითაცა ღონითა მოგიყვანნე თქუენ სარწმუნოებად. და ენება მხილებაჲ მათისა გონებისაჲ, ვითარმედ მცირედ ჟამ ინებეს სიხარული მის მიერ, და დაუდგრომელი იგი გონებაჲ მათი მოასწავა და სანთელად სახელ-სდვა იოვანეს, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არა თუ თავით თჳსით აქუნდა ნათელი, არამედ მადლისაგან სულისა წმიდისა. და ესე რაჲ აჴსენა, ამხილა, ვითარმედ მისვე გონებისაგან, რომლითა იგი შეურაცხ-ყვეს, მითვე ვერცა ქრისტესი ჰრწმენა, რამეთუ ჟამ ერთ მოიგეს მისა მიმართ სარწმუნოებაჲ; თუ არა, უკუეთუმცა არა ესრეთ ექმნა, ადრემცა მოეყვანნეს მას იგინი იესუჲს მიმართ. და გამოაჩინნა იგინი ყოვლით კერძო, ვითარმედ არა ღირს წყალობისა არიან, და მეყსეულად შესძინა და თქუა:

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის