მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 5:35

34. ხოლო მე წამებაჲ კაცისაგან არა მოვიღო, არამედ ამას ვიტყჳ, რაჲთა თქუენ სცხონდეთ.35. იგი იყო სანთელი აღნთებული და საჩინოჲ, ხოლო თქუენ ინებეთ ჟამ ერთ სიხარული ნათელსა მისსა.36. ხოლო მე მაქუს წამებაჲ უფროჲს იოვანესსა, რამეთუ საქმენი, რომელნი მომცნა მე მამამან, რაჲთა აღვასრულნე იგინი, ესევე საქმენი წამებენ ჩემთჳს, რომელთა მე ვიქმ, რამეთუ მამამან მომავლინა მე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5
35. იგი იყო სანთელი აღნთებული და საჩინოჲ, ხოლო თქუენ ინებეთ ჟამ ერთ სიხარული ნათელსა მისსა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ იგი იყო სანთელი აღნთებული საჩინოჲ, ხოლო თქუენ ინებეთ სიხარული ჟამ ერთ ნათელსა მისსა“ (5,35).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲთა ვერ თქუან, ვითარმედ: მან თქუა, ხოლო ჩუენ არა შევიწყნარეთ სიტყუაჲ მისი, და გამოაჩინებს, ვითარმედ შეიწყნარნეს სიტყუანი მისნი და განიხარეს სიტყუათა მისთა ზედა. ესრეთ საკჳრველად აქუნდა იგი და სიტყუათა მისთა არა წინააღუდგებოდეს. ხოლო სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ჟამ ერთ“, ამისთჳს თქუა, რაჲთა მათისა გონებისა სისუბუქჱ გამოაჩინოს, ვითარმედ ადრე განეშორნეს მასცა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის