თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ ნაყროვანებისა გარდამატებულებაჲ! ბევრეულნი ამისა უსაკჳრველჱსნი ქმნნა, და არასადა მოიგონნეს ესენი, და აწ, ოდეს მუცელი აღმოივსეს, მაშინ წინაჲსწარმეტყუელად აღიარეს.
13. ხოლო მათ შეკრიბეს და აღავსეს ათორმეტი გოდორი ნამუსრევითა ხუთთა მათ პურთაგან ქრთილისათა, რომელ-იგი დაუშთა მათ, რომელთა-იგი ჭამეს.14. ხოლო კაცთა მათ ვითარცა იხილეს სასწაული იგი, რომელ ქმნა იესუ, იტყოდეს: ესე არს ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელი, რომელი მოსრულ არს სოფლად.15. ხოლო იესუ გულისჴმა-ყო, რამეთუ მოვიდოდეს წარტაცებად, რაჲთამცა ყვეს იგი მეფე, და განეშორა და წარვიდა მთად იგი ხოლო მარტოჲ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6