მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:37

36. არამედ გარქუ თქუენ, ვითარმედ: მიხილეთ მე და არა გრწამს.37. ყოველი რომელი მომცა მე მამამან ჩემმან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე.38. რამეთუ გარდამოვჴედ ზეცით, არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
37. ყოველი რომელი მომცა მე მამამან ჩემმან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“ (6,37).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ ყოველსავე იქმს ცხოვნებად მათა, რამეთუ ამისთჳს შესძინა ესე სიტყუაჲ, რაჲთა არა შეირაცხოს ამაოჲსა მეტყუელად. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ იგი, რომელსა იტყჳს, თუ: „ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან, ჩემდა მოვიდეს“, და ვითარმედ: „აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“? (შდრ. იოან. 6, 39,40,44,54) რამეთუ რაჲსათჳს ზოგადსა მას ყოველთა აღდგომასა, რომელსა უშჯულონიცა მიიღებენ, ვითარცა დიდსა რასმე ნიჭსა, აჴსენებს მიცემად მორწმუნეთა მისთა? ამისთჳს, რამეთუ არა ესრეთ ლიტონსა აღდგომასა აჴსენებს, არამედ ესევითარსა აღდგომასა. რამეთუ პირველ თქუა, ვითარმედ: „არა განვაძო იგი“, და ვითარმედ: „არა წარვწყმიდო“, და მერმეღა თქუა, ვი-თარმედ: „აღვადგინო იგი“, რამეთუ აღდგომასა მას რომელნიმე განვარდებიან, ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ: „განჴადეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა“, ; (25,30) და კუალად რომელნიმე წარწყმდებიან, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „გეშინოდენ მისგან, რომელსა ძალ-უც სულისაცა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა“.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელნი მომცენ მე, დავიცვენ, და არავინ მათგანი წარწყმდა, გარნა ძჱ იგი წარწყმედისაჲ, რაჲთა წერილი აღესრულოს“ (17,12).:

...ი მომეც, არა წარვწყმიდო მისგანი“. და არა იუდა ოდენ წარწყმდა, არამედ სხუანიცა მრავალნი უკუანაჲსკნელ. ვითარ უკუე იტყჳს, ვითარმედ: „არა წარვწყმიდო“? გარნა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ჩემსა ნაწილსა არა წარვსწყმედო, ვითარცა სხუასა ადგილსა იტყოდა, ვითარმედ: „არა განვაძო გარე“, ხოლო უკუეთუ ვინ ნეფსით ისწრაფოს წარწყმედად, მე იძულებით არა შევიპყრობ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მე აწ შენდა მოვალ და ამას ვიტყჳ სოფელსა შინა, რაჲთა აქუნდეს სიხარული ჩემი სავსებით“ (17,13).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ მრავალნი ესე სიტყუანი კაცობრივ თქუმულ არიან, და რომელი უგულისხმოჲ იყოს და დაბნელებული და ამათ სიტყუათა მიერ დაამდაბლებდეს ძესა, მან დაამდაბლოს მამაჲცა. რამეთუ იხილე პირველითგან, ვითარ რომელიმე სიტყუაჲ სწავლისაჲ არს და რომელიმე მცნებისაჲ. და სწავლისაჲ არს, რომელ იტყჳს, ვითარმედ: „არა სოფლისათჳს გევედრები“, ხოლო მცნებისაჲ: „მე დავიცვენ იგინი ვიდრე აქამომდე, და არავინ წარწყმდა; და აწ შენცა დაიცვენ იგინი“. არამედ ამათ ყოველთა განმარტებაჲ ესე არს, რამეთუ უძლურებისა მათისათჳს იტყოდა ესრეთ. ხოლო თქუა რაჲ, ვითარმედ: „არავინ წარწყმდა, გარნა ძჱ იგი წარწყმედისაჲ“, და შესძინა: „რაჲთა წერილი აღესრულოს“. რომელსა წერილსა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ცხოვართა ჩემთა ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ, და მე ვიცნი იგინი, და მომდევდენ მე. და მე მივსცე მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ და არა წარვწყმიდნე უკუნისამდე, და არავინ მიმტაცნეს იგინი ჴელთაგან ჩემთა. რამეთუ მამაჲ ჩემი, რომელმან მომცნა იგინი, უფროჲს ყოველთასა არს, და არავის ჴელ-ეწიფების მიტაცებაჲ მათი ჴელთაგან მამისა ჩემისათა. მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ“ (10,27-30).:

...ათი ჴელთაგან მამისა ჩემისათა. მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ“ (10,27-30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ მოუწოდს მათ შედგომად მისა ჴელოვნებით, რამეთუ იტყჳს: თქუენ არა ისმენთ ჩემსა, რამეთუ არა ცხოვარნი ხართ, და მერმე აღადგინებს მათ სურვილად საქმისა მის, რაჟამს ჰრქუა, ვითარმედ: „რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“, და გამოაჩინა თჳსი და მამისა ერთობაჲ. და თქუა რაჲ, ვითარმედ: „ვერვისცა ჴელ-ეწიფების მიტაცებაჲ მათი ჴელთაგან მამისათა“, რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ ამას ვერ ძალ-უც, არამედ მამისა ძალითა არს საქმჱ იგი, ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: „მე და მამაჲ ერთ ვართ“ ძალითა და არსებითა. რამეთუ ვინაჲთგან მრავალგზის ინებეს ჰურიათა მორწმუნეთა მისთა განდევნაჲ, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: ამაოდ ჰშურებით, რამეთუ ცხოვარნი ჩემნი ჴელთა შინა მამისათა არიან, რომელმან მომცნა იგინი; ხოლო ესე სიტყუაჲ, ვითარმედ: „მომცნა“, მათთჳსვე არს, რაჲ-თა ვერვინ თქუას, თუ: წინააღმდგომი არს მამისაჲ; ხოლო „ჴელი“ რაჲ გესმეს, ნურას ხილულსა გულისხმა-ჰყოფ, არამედ „ჴელად“ ძალსა იტყჳს და ჴელმწიფებასა, რომელი-იგი ერთი არს ძისა და მამისაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ჰურიათა აქუნდა ქვები, რაჲთამცა დაჰკრიბეს მას“ (10,31).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისთჳს, რომელ თქუა, ვითარმედ: „მე და მამაჲ ერ...

სრულად ნახვა