მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 7:22

21. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ერთი საქმე ვქმენ თქუენ შორის, და ყოველთა გიკჳრს.22. ამისთჳს მოსე მოგცა თქუენ წინადაცუეთაჲ. არა თუ მოსესგან არს, არამედ მამათაგან, და შაბათსა წინადაიცჳთის კაცმან.23. უკუეთუ წინადაცუეთილებაჲ მოიღის კაცმან შაბათსა, რაჲთა არა განქარდეს სჯული მოსესი, მე მაბრალებთა, რამეთუ ყოვლადვე განვაცოცხლე კაცი შაბათსა შინა?
სახარებაჲ იოვანესი თავი 7
22. ამისთჳს მოსე მოგცა თქუენ წინადაცუეთაჲ. არა თუ მოსესგან არს, არამედ მამათაგან, და შაბათსა წინადაიცჳთის კაცმან.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე ჰრქუა მათ და დაადგრა გალილეას. და აღვიდეს ძმანი მისნი დღესასწაულსა მას. მაშინ თავადიცა აღვიდა არა განცხადებულად, არამედ ვითარცა ფარულად“ (7,9-10).

თ ა რ გ მ ა ნ ი: საქმეთა ამათ, რომელთა კაცობრივ იქმოდა უფალი განგებულებით, არა თუ ამისთჳს ოდენ იქმოდა, რაჲთამცა განკაცებაჲ თჳსი დაამტკიცა, არამედ ამისთჳსცა, რაჲთა ჩუენ სათნოებაჲ გუასწავოს, რამეთუ უკუეთუმცა ყოველსავე ვითარცა ღმერთი იქმოდა, ვინაჲმცა შეუძლეთ ჩუენ ცნობად, რაჟამს-იგი საქმეთა ესევითართა შთავრდომაჲ მოიწიოს, თუ რაჲ ჯერ-არს ყოფად? ხოლო სიტყუაჲ ჩემი ესევითარი არს, რამეთუ: აჰა ესერა გუესმა ამის მახარებელისაგან, ვითარმედ განძჳნებულთა მათ ჰურიათა შორის შევიდა, რაჟამს იგინი ეძიებდეს მოკლვად, და ძალითა თჳსისა ღმრთეებისაჲთა აღჳრ-ასხნა. ხოლო უკუეთუმცა მარადის ესრეთ იქმოდა, ჩუენ ამისი ქმნაჲ ვერ ძალ-გჳც. ხოლო რაჟამს მოიწიამცა ესევითარი საქმჱ, ვითარმცა ვცნათ, თუ რაჲ გჳჴმს ყოფად? გინა თუ დადებად ოდენ თავნი ჩუენნი სიკუდილად, ანუ თუ მცირედ ღონის-ძიებით განგებულებაჲ, რაჲთა წარემართოს სიტყუაჲ იგი საღმრთოჲსა ქადაგებისაჲ? რაჲმცა ვქმენით, რომელთა-ესე ვერ ძალ-გჳც,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“ (5,17).:

...(იოან. 5,17) და რომელნიმე კუალად ფრიადითა სიმდაბლითა სავსენი, ვითარ-იგი იტყოდა რაჲ საცხოვრისათჳს შაბათსა შინა წარწყმედადისა, და ვითარმედ ცხორებისა მისისათჳს შაბათი დაიჴსნების, და წინადაცუეთასა აჴსენებს, ვითარ შაბათსა შინა აღესრულებოდა. რამეთუ ამისთჳს სიტყუათა სიმდაბლისათა იტყოდა მრავალგზის, რაჲთა აღმოუგდოს იჭჳ იგი, რომელი აქუნდა მათ და იტყოდეს, ვითარმედ წინააღმდგომ ღმრთისა არს; რომლისათჳსცა, რომელმან-იგი ბევრეულნი მკუდარნი აღადგინნა სიტყჳთა ხოლო და ბრძანებითა, რაჟამს-იგი ლაზარეს აღადგენდა, ლოცვად დადგა, რაჲთა იგინი გულსავსე-ყვნეს. ხოლო რაჲთა ვერვინ კუალად ესეცა თქუას, ვითარმედ ლოცვაჲ იგი უდარესობასა მისსა გამოაჩინებს მამისაგან, ამისთჳს ლოცვასავე მას თანა შესძინა, ვითარმედ: „ერისა ამისთჳს ვთქუ ესე, რაჲთა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე“; რამეთუ არცა ყოველსავე ჴელმწიფებით იქმოდა, რაჲთა მათი იგი უძლურებაჲ გონებისაჲ განკურნოს, არცა ყოველსავე ლოცვითა აღასრულებდა, რაჲთა არა ამისა შემდგომად ბოროტი ვიეთმე იჭჳ შემოიღონ და თქუან, ვითარმედ ვერ ძალედვა ყოვლისავე ბრძანებითა აღსრულებად. ამისთჳს აღრეულად იქმოდა ორსავე ამას,...

სრულად ნახვა