თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარმედ მაშინ უფროჲსად დაემტკიცების შჯული, რაჟამს დაიჴსნას? ჰხედავა, რამეთუ დაჴსნაჲცა შაბათისაჲ დამარხვაჲ არს შჯულისაჲ? რამეთუ უკუეთუმცა არა დაიჴსნა შაბათი, იქმნების დაჴსნაჲ შჯულისაჲ, და ამის მიერ ჩანს, ვითარმედ მეცა სადამე დავამტკიცე იგი. და არა თქუა, თუ: მე მრისხავთ, რომელ უმეტესი წინადაცუეთისაჲ ვქმენ, არამედ საქმჱ ოდენ უთხრა და საშჯელი მისი მათა მიაგდო, რაჲთა საჯონ, თუ: არა უმჯობჱს არსა წინადაცუეთისა ყოვლითურთ განმრთელებაჲ? რამეთუ უკუეთუ სასწაული მიიღოს კაცმან, რომელი არასადა სარგებელ არს სიმრთელედ, ამისთჳს დაიჴსნების შჯული, ამისთჳს მრისხანე ხართა, უკუეთუ დავჰჴსენ შაბათი, რაჲთა სენისა ესევითარისაგან განთავისუფლდეს?1
სახარებაჲ იოვანესი 7:23
22. ამისთჳს მოსე მოგცა თქუენ წინადაცუეთაჲ. არა თუ მოსესგან არს, არამედ მამათაგან, და შაბათსა წინადაიცჳთის კაცმან.23. უკუეთუ წინადაცუეთილებაჲ მოიღის კაცმან შაბათსა, რაჲთა არა განქარდეს სჯული მოსესი, მე მაბრალებთა, რამეთუ ყოვლადვე განვაცოცხლე კაცი შაბათსა შინა?24. ნუ სჯით თუალ-ღებით, არამედ სამართალი სასჯელი საჯეთ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 7