თ ა რ გ მ ა ნ ი: და კუალად სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუმცა მე მიცოდეთ, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ“. ხოლო ვითარ, რამეთუ ეტყჳს, ვითარმედ: „მიცით მე და თუ ვინაჲ ვარ“, და კუალად ეტყჳს, ვითარმედ: „არცა მე მიცით, არცა მამაჲ ჩემი“? ნუუკუე წინააღუდგებოდესა ურთიერთას სიტყუანი მისნი? ნუ იყოფინ! არამედ ფრიადცა ეწამებოდეს. არამედ რაჟამს იტყოდის, თუ: „არა მიცით“, სხუასა ცნობასა იტყჳს აქა, ვითარცა-იგი წერილ არს, ვითარმედ: „ძენი ელისნი, ძენი უშჯულონი, რომელთა არა იცოდეს უფალი“; და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „ისრაჱლმან მე არა მიცნა“; ვითარცა კუალად მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთსა იტყჳან ცნობად, ხოლო საქმითა უარ-ჰყოფენ“. და ეგების-მეა ცნობაჲ და არაცნობაჲ ერთისა საქმისაჲ? გარნა ესე ამას იტყჳს, თუ: მე მიცით და იცითო, ვითარმედ ძჱ ვარ ღმრთისაჲ, რამეთუ „თუ ვინაჲ ვარ“ არა ადგილსა იტყჳს აქა, და საცნაურ...
სახარებაჲ იოვანესი 7:29
28. ღაღად-ყო იესუ ტაძარსა მას შინა, ასწავებდა და ეტყოდა: მეცა მიცით და იცით, ვინაჲ ვარ; და თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, და არს ჭეშმარიტ, რომელმან-იგი მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით.29. ხოლო მე ვიცი იგი, რამეთუ მის მიერ ვარ, და მან მომავლინა მე.30. ეძიებდეს მას შეპყრობად, და არავინ დაასხნა მას ჴელნი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 7