მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 7:30

29. ხოლო მე ვიცი იგი, რამეთუ მის მიერ ვარ, და მან მომავლინა მე.30. ეძიებდეს მას შეპყრობად, და არავინ დაასხნა მას ჴელნი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი.31. და მრავალთა ერისა მისგანთა ჰრწმენა მისა მიმართ და იტყოდეს: ქრისტე ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმრავლესნი სასწაულნი ქმნნესა, რომელნი ამან ქმნნა?
სახარებაჲ იოვანესი თავი 7
30. ეძიებდეს მას შეპყრობად, და არავინ დაასხნა მას ჴელნი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეძიებდეს მას შეპყრობად, და არავინ დაასხნა ჴელნი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“ (7,30).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ უხილავად შეკრულ იყვნეს და გულისწყრომასა მათსა აღჳრ-ესხმოდა? ხოლო რაჲსათჳს არა თქუა, თუ: უხილავად აყენებდა მათ, არამედ თქუა, თუ: „არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“? ამისთჳს, რამეთუ ესრეთ ინება მახარებელმან, რაჲთა აქა მდაბლადრე თქუას მისთჳს და კაცობრივ, რაჲთა კაცებაჲცა მისი მტკიცე იყოს. რამეთუ ვინაჲთგან ყოველსა ადგილსა მაღალთა მათ საქმეთა ღმრთეებისათა იტყოდა, ამისთჳს კაცობრივნიცა ესე სიტყუანი განუთესიან შორის. ხოლო რაჟამს იტყოდის, თუ: „მისგან ვარ“, არა თუ ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იხილავს მას და ესრეთ იტყჳს, არამედ ვითარცა მისი მარადის მხედველი და მის თანა მყოფი. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ვიცი იგი, რამეთუ მისგან ვარ“. ჰხედავა, ვითარ ზე და ქუე შეჰმზადებს ამას, ვითარმედ: „თავით ჩემით არა მოსრულ ვარ“, და ვითარმედ: „მომავლინებელი ჩემი ჭეშმარიტ არს“, რამეთუ ამისთჳს იყო ესე ყოველი, რაჲთა არა საგონებელ იყოს უცხოდ ღმრთისაგან. და იხილე, თუ რაზომი არს მდაბალთა მათ სიტყუათა სარგებელი, რამეთუ იტყჳს:

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „რაჲ არს შენდა და ჩემდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი“ (2,4).:

...ესე, რომელ არა აქა ოდენ თქუმულ არს, არამედ სხუათაცა ადგილთა? რამეთუ იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ვერ შეიპყრეს იგი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „უნდა მის ზედა დასხმაჲ ჴელთაჲ და ვერ შეუძლეს, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“. და კუალად იტყჳს: „მამაო, მოიწია ჟამი, ადიდე ძჱ შენი“. რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? რამე-თუ ამისთჳს მრავალი შემოვკრიბე, რაჲთა ყოველთათჳს ერთი სიტყუაჲ ვთქუა. რამეთუ არა თუ ჟამთა იძულებასა ქუეშე იყო შემოქმედი იგი ჟამთაჲ, არცა ამისთჳს იტყოდა, თუ: „არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი“, ვითარმცა ჟამი რაჲმე უჩნდა და თჳნიერ მისამცა ვერ ეძლო ქმნად, არამედ ამას მოასწავებდა, ვითარმედ თითოეულისა ჟამსა თჳსსა ჯერ-არს ქმნად, რამეთუ არა ერთბამად იქმოდა ყოველსა, არამედ თითოეულსა ჟამსა თჳსსა, რაჲთა არა უწესოებით იქმნას რაჲმე; რამეთუ არა ჯერ-იყო, რაჲთამცა ერთბამად ქმნა შობაჲ და აღდგომაჲ და საშჯელი. რამეთუ დაჰბადა სოფელი, არამედ არა ყოველი ერთბამად: რომელიმე - პირველსა დღესა და რომელიმე - მეორესა დღესა და რომელიმე - მეექუსესა. და კუალად ჯერ-იყო სიკუდილი კაცთაჲ და აღდგომაჲ საშჯელად, არამედ არა ქმნა ღმერთმან ორივე...

სრულად ნახვა