მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 7:6

5. რამეთუ არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი.6. ჰრქუა მათ იესუ: ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს, ხოლო ჟამი თქუენი ოდესვე განმზადებულ არს.7. ვერ ჴელ-ეწიფების სოფელსა მოძულებად თქუენდა, ხოლო მე ვსძულ, რამეთუ ვწამე მისთჳს, ვითარმედ საქმენი მისნი ბოროტ არიან.
სახარებაჲ იოვანესი თავი 7
6. ჰრქუა მათ იესუ: ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს, ხოლო ჟამი თქუენი ოდესვე განმზადებულ არს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს“ (7,6).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ამით სიტყჳთა, მე ვჰგონებ, თუ სხუასაცა რასმე მოასწავებს, რამეთუ ნუუკუე მიცემასაცა მისსა განიზრახვიდეს ჰურიათა, და ამისთჳს თქუა, თუ: „ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს“, ესე იგი არს, ჟამი ჯუარ-ცუმისა და სიკუდილისაჲ, და რაჲსათჳს უწინარეს ჟამისა ისწრაფით მოკლვად ჩემდა?

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“ (8,20).:

...(მათ. 19,17)

და კუალად, ოდეს-იგი ჰრქუეს მას ძმათა მისთაო, „გამოუცხადე თავი შენი სოფელსა“, ვინაჲთგან იცოდა, ვითარმედ ამისთჳს ესრეთ იტყჳან, რაჲთა აქუნდეს მათ მიზეზი ზუაობისაჲ, მიუგო და ჰრქუა მათ: „ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს, ხოლო ჟამი თქუენი ოდესვე არს“.

და კუალად, ოდეს იოვანე მოუვლინა მოწაფენი და ჰრქუა: „შენ ხარ მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ხედავთ“. არა სიტყუათა მიმართ, არამედ გონებისაებრ მომავლინებელისა მის მისცა პასუხი; და ეგრეთვე, ოდეს ერსა მას ეტყოდა იოვანესთჳს.

ამითვე სახითა ამასცა მწიგნობარსა მიუგო არა სიტყჳსა მისისაებრ, არამედ გონებისა; და იხილე, რაბამსა სახესა სიმდაბლისასა აქაცა აჩუენებს, რამეთუ არა თქუა, თუ: ყოველი ძალ-მიც და ყოვლისავე ჴელმწიფებაჲ მაქუს, არამედ არაქონებაჲ აჩუენა, - „ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოსო“.

ჰხედავა გარდამატებულსა მას განგებულებისა მისისა სიმდაბლესა? ამითვე განგებულებითა ჭამდა და სუმიდა ბუნებითა კაცთაჲთა და არცა ვითარ იოვანე მარხვითა დიდითა და სიფიცხითა იქცეოდა, რაჲთა ამით ყოვლითა მიზეზი ცხორების...

სრულად ნახვა