მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 8:20

19. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: სადა არს მამაჲ შენი? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცა მე მიცით, არცა მამაჲ ჩემი. უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ.20. ამას სიტყუასა ეტყოდა ფასის საცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა შინა. და არავინ შეიპყრა იგი, რამეთუ არღა მოსრულ იყო ჟამი მისი.21. მერმე ჰრქუა მათ იესუ: მე წარვალ, და მეძიებდეთ მე და არა მპოოთ და ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყდეთ; და ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად.
სახარებაჲ იოვანესი თავი 8
20. ამას სიტყუასა ეტყოდა ფასის საცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა შინა. და არავინ შეიპყრა იგი, რამეთუ არღა მოსრულ იყო ჟამი მისი.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამათ სიტყუათა ეტყოდა იესუ ფასისსაცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა მას შინა. და არავინ შეიპყრა იგი, რამეთუ არა მოწევნულ იყო ჟამი მისი“ (8,20).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ უგუნურებაჲ იგი ჰურიათაჲ! უწინარჱს პასექისა ეძიებდეს მას და მერმე შემდგომად პასექისა პოვეს იგი; და ინებეს მრავალგზის შეპყრობაჲ მისი თავთა თჳსთა მიერცა და სხუათაცა მიერ, და ვერ შეუძლეს; და არავე დაუკჳრდა ძალი მისი, არამედ მარადის შესძინებდეს უკეთურებასა მათსა და არა დასცხრებოდეს. და რაჲთა სცნა, ვითარმედ მარადის ებრძოდეს, ისმინე მახარებელისაჲ, რასა იტყჳს:

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „რაჲ არს შენდა და ჩემდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი“ (2,4).:

...ა თავადმან მიუგო: „რაჲ არს შენდა და ჩემდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი“, და მერმე იგივე საქმჱ ქმნა, რაჲ-იგი დედამან მისმან ჰრქუა.

ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელ არა აქა ოდენ თქუმულ არს, არამედ სხუათაცა ადგილთა? რამეთუ იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ვერ შეიპყრეს იგი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „უნდა მის ზედა დასხმაჲ ჴელთაჲ და ვერ შეუძლეს, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“. და კუალად იტყჳს: „მამაო, მოიწია ჟამი, ადიდე ძჱ შენი“. რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? რამე-თუ ამისთჳს მრავალი შემოვკრიბე, რაჲთა ყოველთათჳს ერთი სიტყუაჲ ვთქუა. რამეთუ არა თუ ჟამთა იძულებასა ქუეშე იყო შემოქმედი იგი ჟამთაჲ, არცა ამისთჳს იტყოდა, თუ: „არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი“, ვითარმცა ჟამი რაჲმე უჩნდა და თჳნიერ მისამცა ვერ ეძლო ქმნად, არამედ ამას მოასწავებდა, ვითარმედ თითოეულისა ჟამსა თჳსსა ჯერ-არს ქმნად, რამეთუ არა ერთბამად იქმოდა ყოველსა, არამედ თითოეულსა ჟამსა თჳსსა, რაჲთა არა უწესოებით იქმნას რაჲმე; რამეთუ არა ჯერ-იყო, რაჲთამცა ერთბამად ქმნა შობაჲ და აღდგომაჲ და საშჯელი. რამეთუ დაჰბადა სოფელი, არამედ არა ყოველი ერთბამად: რომ...

სრულად ნახვა