თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს ესრეთ სიმდაბლისა კერძო მოიყვანა სიტყუაჲ თჳსი, მაშინ მრავალთა ჰრწმენა მისი. და შენ ჯერეთ მკითხავ, თუ: რაჲსათჳს ესრეთ სიმდაბლით იტყოდა? რამეთუ ესე ცხადად გამოაცხადა მახარებელმან და თქუა, ვითარმედ: „ამას რაჲ იტყოდა იგი, მრავალთა ჰრწმენა მისი“. ვითარმცა ღაღადებდა განცხადებულად ღმრთისმეტყუელი, ვითარმედ: ნუ შეშფოთნები შენ, ჵ კაცო, რომელსა ესე სიტყუანი გესმოდიან, უკუეთუ რაჲმე მდაბალი გესმეს; რამე-თუ რომელთა-იგი ეგეოდენისა მის სწავლისა მიერ არა ჰრწმენეს, თუ ჭეშმარიტად მამისა მიერ არს, ამისთჳს სიმდაბლისა სახითა ეტყოდა, რაჲ-თა დაირწმუნონ. და კუალად ესე შემდგომთა მათცა სიტყუათათჳს თქუა, რომელთა ეგულების თქუმად, რომელნი-იგი თქუნა უფალმან სიმდაბლისა სახითა. რამეთუ ირწმუნეს მათ, არამედ არა ირწმუნეს, ვითარცა ჯერ-იყო, არამედ ოდენ მცირედ რაჲმე განისუენეს სიმდაბლესა მას ზედა სიტყუათა მისთასა. რამეთუ გამოაჩინებს მახარებელი შემდგომთა ამათ სიტყუათა მიერ, რომელთა ეტყოდეს მას გინებით, ვითარმედ არა ერწმუნა ჯეროვნად; და ვითარმედ ესენი არიან, რომელთა შემდგომად ამისა კუალად აგინეს მას, რომელთა-იგი აწ ჰრწმენა, საცნაურ არს მისგან,...
სახარებაჲ იოვანესი 8:30
29. და რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს; არა დამიტევა მე მარტოჲ მამამან, რამეთუ მე სათნოებასა მისსა ვიქმ მარადის.30. ამას რაჲ იტყოდა, ჰრწმენა მრავალთა მისი.31. და ეტყოდა იესუ მორწმუნეთა მათ მისთა ჰურიათა: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 8